შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე - როცა არ გაქვს არგუმენტი, დაუძახე ოპონენტს რუსი - აკერმანის სახელმძღვანელოდან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერის განცხადებას, რომლის თანახმად, „საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ეწევა“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

პაპუაშვილის შეფასებით, ჰიპერის განცხადება „აკერმანის სახელმძღვანელოდან” არის.

„როცა არ გაქვს არგუმენტი, დაუძახე ოპონენტს რუსი - აკერმანის სახელმძღვანელოდან“, - წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ეწევა”.

ანიტა ჰიპერის შეფასებით, ეს არის პროპაგანდა რუსული სახელმძღვანელოდან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე „დეზინფორმაციის გავრცელებასა და ჩვენს ელჩზე თავდასხმებს ეხება, რომელსაც ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე