ირაკლი კობახიძე - 50-100 კაცი, რომელიც კეტავს ქუჩას, ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე, რომელთაც უნდათ მშვიდობა და სიწყნარე - ჩვენი მეთოდური მიდგომებით ყველა დაელოდოს, როგორ გაგრძელდება პროცესები, ნული თანაგრძნობა - ამას იმსახურებენ ეს ადამიანები

50-100 კაცი, რომელიც კეტავს ქუჩას, ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე, რომელთაც უნდათ მშვიდობა და სიწყნარე ამ ქვეყაანში, წინსვლა და განვითარება, ხომ შეუძლებელია, რომ ასე გაგრძელდეს და ეს დავუშვათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ადამიანები, კანონის ფარგლებში მიიღებენ პასუხს "ამ ძალადობაზე". კობახიძე აცხადებს, რომ აღნიშნული ადამიანები ნულ თანაგრძნობას იმსახურებენ.

„ჩვენი მეთოდური მიდგომებით ყველა დაელოდოს, როგორ გაგრძელდება პროცესები. ნული თანაგრძნობა - ამას იმსახურებენ ეს ადამიანები. უცხოური აგენტები ვერ დაიმსახურებენ ვერავითარ თანაგრძნობას სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან. კანონის ჩარჩოებში და ფარგლებში ისინი მიიღებენ პასუხს იმ ძალადობაზე, რომელსაც ისინი სჩადიან 4 მილიონ ადამიანის წინააღმდეგ ამ ქვეყანაში",- განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, პრემიერმა განაცხადა, რომ შეკრებაც შეიძლება, შეიზღუდოს, მით უმეტეს, "რა შეკრებაც ამ ერთი წლის განმავლობაში იმართება, ეს კანონის და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ექვემდებარება შეზღუდვას, როცა არ ხარ საკმარისი რაოდენობით".

„კანონში რა ლოგიკაა და ადამიანის უფლებების სტანდარტებში რა ლოგიკაა - შენ საკმარისად თუ არ ხარ შეკრებილი რომ ქუჩა გადაკეტო, პატივი უნდა სცე შენს თანამოქალაქეს, რომელსაც უნდა, რომ შეუფერხებლად გაიაროს ამ ქუჩაზე. ელემენტარული პატივისცემის ამბავია და ამას ეფუძნება ადამიანის უფლებების სტანდარტები, მაგრამ არა, 100-მა კაცმა უნდა იძალადოს ათასობით და მილიონობით ადამიანზე. ჩვენი მეთოდური მიდგომით, ეს ადამიანები მიიღებენ პასუხს იმ ერთწლიან 100-კაციან ძალადობაზე, რომელსაც ისინი ჩადიან 4 მილიონი ადამიანის წინააღმდეგ, საქართველო ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენი ეკონომიკის წინააღმდეგ", - აღნიშნა კობახიძემ "რუსთავი2"-თან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ