სასამართლო პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძისა და ლაშა ბერიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს - პროკურატურა ხუთივეს მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” ლიდერების - პაატა ბურჭულაძის, ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერის პაატა მანჯგალაძისა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

სახელმწიფო ბრალდება ხუთივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი დაკავებულების მიმართ სავარაუდოდ, გირაოს გამოყენებას.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სხდომათა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.

როგორც ბასიალაია განმარტავდა, დარბაზის ზომიდან გამომდინარე, ბევრი ადამიანი გარეთ დარჩა, რის გამოც, მან მოსამართლეს სხვა დარბაზის მოძიების თხოვნით მიმართა. იგივე პოზიცია დააფიქსირეს სხვა ადვოკატებმაც. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე.

როგორც პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა განმარტა, ეს პროცესის გაჭიანურებას ემსახურება, რადგან ისედაც სხდომა დაგვიანებით დაიწყო ადვოკატების მიზეზით. მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დარბაზი არ შეცვალა. მარიდაშვილის განმარტებით, „საკმაოდ დიდი ზომის დარბაზი შეირჩა, საკმაოდ ბევრი ადამიანი ესწრება სხდომას, მათ შორის, ჟურნალისტები, დარბაზში კი იმდენი ადამიანი უნდა იყოს, რამდენიც ეტევა".

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია