ადვოკატი მოსამართლეს - მოვითხოვთ, ლაშა ბერიძის მიმართ გამოყენებული იყოს გირაო - გთხოვთ, გადახედოთ ბრალდებულის წარსულს, დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევაც არ მომხდარა, არანაირი სხვა ქვეყნის ინტერესი არ არსებობს

მოვითხოვთ, ლაშა ბერიძის მიმართ გამოყენებული იყოს გირაო - მე არ დავასახელებ გირაოს კონკრეტულ თანხას და სასამართლომ თავად განსაზღვროს, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული ლაშა ბერიძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან მოსამართლეს ასევე დამატებითი ღონისძიებების გამოყენება შესთავაზა, მათ შორის, ვალდებულება, დადგენილ დროზე გამოცხადდეს სასამართლოში, გარკვეული ადგილების დაუტოვლობის აკრძალვა, ასევე, პასპორტის, პირადობის, ან სხვა დოკუმენტების ჩაბარების ვალდებულება.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ბერიძის მხრიდან მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობს.

„ვერ დავეთანხმებით ბრალდების მხარის მოთხოვნას ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. არსებობს ბევრი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც ვერ დავეთანხმებით ბრალდების მხარეს...

ჩვენ არ მოვითხოვთ, რომ არც ერთი აღკვეთის ღონისძიება არ იყოს გამოყენებული. მოვითხოვთ ნაკლები სიმკაცრის აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული, ამ შემთხვევაში, გირაო. მე არ დავასახელებ გირაოს კონკრეტულ თანხას და სასამართლომ თავად განსაზღვროს.

დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევაც არ მომხდარა და როდესაც ბრალდების მხარე საუბრობს მიმალვაზე, გთხოვთ, ბრალდებულის წარსული იყოს გადახედილი. რა წარსული აქვს მას, რომ ბრალდების მხარემ ივარაუდოს, რომ ის მიიმალება, ან მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენს?! არანაირი მიმალვის საფრთხე არ არსებობს, პირიქით, საქართველოში გააგრძელებენ თავიანთ ცხოვრებას. არანაირი სხვა ქვეყნის ინტერესი არ არსებობს.

რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურებას - რომელი მტკიცებულებების განადგურებაზე საუბარი, სატელევიზიო არქივს ხომ არ გავანადგურებთ?!

წლების განმავლობაში არაერთ საკვანძო თანამდებობაზე იყო, მისი წარსული არ აძლევს პროკურატურას და სასამართლოს იმის საფუძველს, ივარაუდოს, რომ ის კანონს დაარღვევს. ვფიქრობ, გირაო სრულად უზრუნველყოფს ამოცანების მიღწევას“, - განაცხადა ჩინჩალაძემ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და

ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში