ჯორდან ბარდელა - მაკრონმა პარლამენტი უნდა დაითხოვოს

მაკრონმა პარლამენტი უნდა დაითხოვოს, - ამის შესახებ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ განაცხადა.

„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პარლამენტის დათხოვნისკენ და ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.

„საშუალო და გრძელვადიანი პოლიტიკის გატარების მიზნით, მშვიდი და ჯანსაღი გზით ფრანგებს უმრავლესობის არჩევის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ“, - განაცხადა ბარდელამ.

ასევე, მისი თქმით, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა „სავარაუდოდ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება“.

შეგახსენებთ, გუშინ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში თანამდებობა დატოვა. თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში ლეკორნუს მთავრობამ ხელისუფლებაში ყველაზე ცოტა დრო გაატარა.

ორშაბათს საღამოს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ლეკორნუს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით სხვა პარტიებთან ორდღიანი მოლაპარაკებების წარმოება დაავალა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ