პაატა მანჯგალაძე - არანაირი ორგანიზებული ჯგუფი არ ვიყავით, სურათის გადაღების გარდა არაფერი გვაკავშირებდა, არც ერთ ნაწილში არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ - ყოველთვის ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერდი აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი

არანაირი ორგანიზებული ჯგუფი არ ვიყავით, სურათის გადაღების გარდა არაფერი გვაკავშირებდა - არც ერთ ნაწილში არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მანჯგალაძე აცხადებს, ის ყოველთვის ამბობდა, რომ მხარს უჭერდა აქციას, მაგრამ არ იყო ორგანიზატორი.

მისივე თქმით, ხალხი აქციაზე სამშობლოს და თავისუფლების სიყვარულმა გამოიყვანა და თუ ეს უსამართლობა გაგრძელდა, კიდევ გამოვა.

„პირველ რიგში, ბოდიში და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდში მიდგას, მაგრამ რასაც გვედავებიან, არც ერთ ნაწილში არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. მე ვარ კონსტიტუციონალისტი და ძალიან კარგად ვიცი, როდის როგორ ვმოქმედებდი. „ძალაუფლება არის უზურპირებული და აუცილებელია მშვიდობიანი ცვლილება“ - ამის იქით არც ერთი სიტყვა არ მითქვამს არასდროს და ახლაც იმავეს ვამბობ.

ჩვენ გარდა მშვიდობიანი ცვლილებისა, სხვა მიზანი არ გვქონია. მე ვიყავი ამ ხალხთან ერთად და ვმოქმედებდი მშვიდობიანად, კონსტიტუციურად და იმის იქით არაფერი გამიკეთებია. არანაირი თანამდებობისთვის, არანაირი ძალაუფლებისთვის არც ერთი ადამიანი იქ არ ყოფილა გამოსული. სამშობლოს და თავისუფლების სიყვარულმა გამოიყვანა ხალხი და კიდევ გამოვა თუ ეს უსამართლობა გაგრძელდა.

ჩვენი მოტივაცია არ არის ვინმეს განადგურება, მოტივაცია არის რომ ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს, ვისაც ეკუთვნის. იმ აქციაზე იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში მოითხოვდნენ ცვლილებას.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მე მხარს ვუჭერდი აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ