ირაკლი აბესაძე - იმაში, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული ძალაუფლების დათმობისთვის მშვიდობიან შეკრებას გაუკეთეს ორგანიზება, ამაში თავს დამნაშავედ ვერც ერთი ვერ იგრძნობს - საბოლოო სასჯელი დაწერილია

იმაში, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული ძალაუფლების დათმობისთვის მშვიდობიან შეკრებას გაუკეთეს ორგანიზება, რა თქმა უნდა, ამაში თავს დამნაშავედ ვერც ერთი ვერ იგრძნობს - წინასწარ იყო დაწერილი, არამარტო აღკვეთის ღონისძიება, არამედ საბოლოო სასჯელიც დაწერილია,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ 4 ოქტომბრის აქციის მოვლენებზე დაკავებულების სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულების პოზიციებს შორის განსხვავებები „ბუნებრივია, იქნებოდა, რადგან არანაირი ორგანიზება არ არსებობდა, გარდა მოქალაქეების მიმართ მოწოდებისა“, რომ 4 ოქტომბერს შეკრებილიყვნენ.

„ჯერ კიდევ 2 წლის უკან, „ქართული ოცნების“ საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირმა, დღეს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა გვითხრა, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აქციის გამართვა, მშვიდობიანი აქციის ორგანიზება, ეს არის დანაშაული. ამით უკვე, ყველაფერი ნათქვამია, რამდენად სამართლებრივ და კანონიერ პროცედურასთან გვქონდა საქმე სასამართლოში.

რაც შეეხება ბრალდებულების პოზიციებს, თქვენს შეკითხვას, რომ მათ შორის იყო განსხვავება. დიახ, ბუნებრივია, იქნებოდა იმიტომ რომ არანაირი ორგანიზება, გარდა მოქალაქეების მიმართ მოწოდებისა, რომ შევკრებილიყავით მშვიდობიანად და ქვეყანა დაგვებრუნებინა კონსტიტუციურ წესრიგში, ამის მეტი არანაირი ორგანიზება არ არსებობდა. ამიტომ, შეიძლება, ჟურნალისტს ან რომელიმეს მოგეჩვენათ, რომ განსხვავებული პოზიცია იყო. მოგეჩვენათ, რომ ვიღაცამ რაღაცა განსხვავებულად თქვა. სინამდვილეში, ერთი, რაც ყველა ბრალდებულმა თქვა, ეს არის მათი ბრძოლა. ის ბრძოლა, რომელსაც ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში პროტესტით გამოხატავს. მილიონობით ადამიანი, უბრალოდ არ ვამბობ ამ სიტყვას, გულშემატკივრობს ამ პროცესს. ეს არის ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ამაში ყველა ბრალდებულის პოზიცია იყო ერთნაირი. ამიტომ, იმაში, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული ძალაუფლების დათმობისთვის მშვიდობიან შეკრებას გაუკეთეს ორგანიზება, რა თქმა უნდა, ამაში თავს დამნაშავედ ვერც ერთი ვერ იგრძნობს.

პაატა მანჯგალაძემ იგულისხმა, რომ არანაირ ორგანიზებაში ის არ მონაწილეობდა გარდა იმისა, რომ სხვა აქტიურ ადამიანებთან ერთად ისიც მოუწოდებდა ადამიანებს, როგორც მაგალითად მე, მშვიდობიანი შეკრებისკენ ხელისუფლების კონსტიტუციურ ფარგლებში დასაბრუნებლად, ამ ხელისუფლების შესაცვლელად. ასე, რომ არაფერი ამაში წინააღმდეგობრივი, არაფერი ამაში დანაშაულებრივი არ არის.

მოსამართლემ, რომელიც ორი წლის წინ, ამ პოლიტიკურ ჯგუფის წევრი იყო, რომლის წინააღმდეგ მოქმედების განხორციელების გამო დღეს ადამიანებს ბრალი აქვთ წაყენებული, ყველაზე მკაცრი ღონისძიება - პატიმრობა გამოიყენა ისე, რომ სათათბიროდაც არ გასულა. გასაგებია, რომ წინასწარ იყო დაწერილი, არამარტო აღკვეთის ღონისძიება, არამედ საბოლოო სასჯელიც დაწერილია“,- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს - პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე