პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებისთვის გზის გახსნისკენ მოწოდების შემდეგ, მომიტინგეთა იმ ნაწილმაც, რომელსაც მანამდე ტროტუარი ეკავა, გზაზე გადაინაცვლა, პოლიციამ კი ტერიტორია დატოვა - ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, საპასუხოდ კი მომიტინგეების ნაწილმა, რომელსაც ტროტუარი ეკავა, გზაზე გადაინაცვლა.

მანამდე, რუსთაველის გამზირზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.

კერძოდ, დაპირისპირება, ძირითადად, უკმაყოფილო მძღოლებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხდებოდა. მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო.

რამდენიმე წუთის წინ ადგილზე საპატრულო პოლიციის მანქანები გამოჩნდნენ. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებდა, გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, რადგან გზის გადაკეტვისთვის საკმარისი რაოდენობით არ იყვნენ.

საპასუხოდ ტროტუარზე მყოფი მომიტინგეებიც გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ.

ისმოდა შეძახილები: წადი, წადი“, რის შემდეგაც პოლიციამ ტერიტორია დატოვა, რასაც მოქალაქეები შეძახილებით შეხვდნენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა