ვლადიმერ პუტინი - კიევის რეჟიმი, რომელსაც სურს დასავლელი სპონსორების წინაშე გარკვეული წარმატების დემონსტრირება, ცდილობს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მშვიდობიან ობიექტებზე დარტყმას - ეს არ უშველით

2022 წლის თებერვალში მიღებული გადაწყვეტილებები სწორი და დროული იყო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი მტკიცებით, ამჟამად, სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის.

„წელს ჩვენ გავათავისუფლეთ თითქმის ხუთი ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია - 4900 - და 212 დასახლებული პუნქტი“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის არმიის წარმატებული ოპერაციების უზრუნველყოფაში ქვეყნის თავდაცვის მრეწველობა გადამწყვეტ როლს ასრულებს.

„თავდაცვის მრეწველობის საწარმოები სრულად აკმაყოფილებენ შეიარაღებული ძალების საჭიროებებს მაღალი სიზუსტის იარაღზე, რაკეტებზე, საბრძოლო მასალაზე, შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკაზე. დაგეგმილი მიწოდებების პარალელურად, დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს უახლესი იარაღის შემუშავება და ჯარებისთვის მისი მიწოდება“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი მტკიცებით, უკრაინელები, „ჯიუტი წინააღმდეგობის მიუხედავად“, ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ უკან იხევენ.

„ამ ფონზე, კიევის რეჟიმი, რომელსაც სურს თავისი დასავლელი სპონსორების წინაშე გარკვეული წარმატების დემონსტრირება, ცდილობს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სრულიად მშვიდობიან ობიექტებზე დარტყმას. ეს არ უშველით. ჩვენი ამოცანაა რუსეთის მოქალაქეების, სტრატეგიული ობიექტებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - აღნიშნა პუტინმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე