ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილებით სარგებლობის სერვისი განახლდა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილებით სარგებლობის სერვისი განახლდა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული მიზნად ისახავს ვიზიტორთათვის გადაადგილების კომფორტისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე, ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გადაადგილების პრაქტიკის დანერგვას.

მისივე თქმით, ბოტანიკური ბაღის მთავარ მარშრუტზე დამონტაჟდა 10 ტურისტული საინფორმაციო რუკა და განთავსდა ელექტრომობილის 10 გაჩერება.

„ახალი თანამედროვე სტანდარტებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის გათვლილი ელექტრომობილი უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას, რაც ბაღის უნიკალურ საკოლექციო ნაკვეთებსა და ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას ხელმისაწვდომს ხდის ყველა სეზონზე. ინიციატივა ემსახურება ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებას, ბაღის სივრცის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას, ასევე, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას“, - განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პრიორიტეტს მისი ტურისტული პოტენციალის განვითარება წარმოადგენს, შესაბამისად, ბაღი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას აღნიშნული მიმართულებით და სამომავლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე მუშაობს.

ამასთან, მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობას გაწეული შრომისა და ყოველდღიური საქმიანობისთვის.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა