EPP - მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ძალადობა და რეპრესიები შეწყვიტოს - მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ სანქციები ივანიშვილისა და მისი ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ

ქართველი ხალხი დემოკრატიას იმსახურებს და არა ავტოკრატიას - მათ ევროპასთან ინტეგრაცია სურთ და არა იზოლაცია, - ამის შესახებ განცხადებას „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ავრცელებს.

„მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი საკუთარი თავისუფლებებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას განაგრძობს, ოლიგარქი ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ 4 ოქტომბერს კიდევ ერთი ყალბი არჩევნები ჩაატარა, რომელზეც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა იყო და რომელსაც მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიებისა და ძალადობის ფონზე ბოიკოტი გამოუცხადეს. ბოლოდროინდელი დაკავებები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან დევნის მუქარა მიზნად ისახავს ადამიანების პროტესტის უფლების შეზღუდვას, პროდასავლური ოპოზიციის გაქრობასა და საზოგადოებაში ტოტალური შიშის აღძვრას“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „ევროპის სახალხო პარტია“ „ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დააწესოს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს ძირს უთხრის“.

„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ძალადობა და რეპრესიები შეწყვიტოს და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს პატივი სცეს. მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაში თანამონაწილეები არიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა