„ჰამასის“ ოფიციალური პირი - ისრაელთან მძევლებისა და პატიმრების სიები გავცვალეთ

„ჰამასის“ მაღალჩინოსნის, ტაჰერ ალ-ნუნუს განცხადებით, ეგვიპტეში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს მათმა და ისრაელის წარმომადგენლებმა პატიმრებისა და მძევლების სიები გაცვალეს, რომლებსაც გაათავისუფლებენ, თუ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში შეთანხმებას მიაღწევენ.

მისივე თქმით, „ჰამასმა“ შეთანხმების მიღწევის შესახებ ოპტიმიზმი გამოხატა და პოზიტიური განწყობა აჩვენა.

„შუამავლები დიდ ძალისხმევას წევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელების გზაზე არსებული ნებისმიერი დაბრკოლების მოსაშორებლად და ყველა მხარეს შორის ოპტიმიზმის სული სუფევს“, - აღნიშნა „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს