ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, ბატონი გუბაზის შვილი, ვიღაც ფავლენიშვილი და ა.შ., იქმნიან ალიბს, რომ დამხობის აქციაში არ მონაწილეობდნენ - მზად არიან, მიიწებონ მოღალატის იარლიყიც კი, ოღონდ ციხეში არ მოხვდნენ

არიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი პოლიტიკოსები, ბატონი გუბაზის შვილი [ლევან სანიკიძე], ვიღაც ფავლენიშვილი და ა.შ., რომლებსაც უნდათ, შექმნან ალიბი, რომ დამხობის აქციაში არ მონაწილეობდნენ და დროულად წამოვიდნენ იქიდან - მზად არიან მიიწებონ მოღალატის იარლიყიც კი, ოღონდ არ მოხვდნენ ციხეში,- ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კობახიძის თქმით, ზემოაღნიშნული „მარტივად დადგმული სცენარია“.

„რეალურად, ძალიან მარტივად დადგმული სცენარია. ჩვენ ვიცით, როგორი ალიანსია ამ ტელევიზიასა [„ტვ პირველსა“] და ამ პოლიტიკურ ძალას შორის. კონკრეტულად, „ტვ პირველი“ არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ პარტიული ტელევიზია. ვინ დაიჯერებს იმას, რომ სახეზე რაიმე დაპირისპირებაა. რეალურად, წარმოიდგინეთ რა ხდება - არიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი პოლიტიკოსები, ბატონი გუბაზის შვილი [ლევან სანიკიძე], ვიღაც ფავლენიშვილი და ა.შ. რომლებსაც უნდათ ალიბი შექმნან იმასთან დაკავშირებით, რომ არ მონაწილეობდნენ დამხობის აქციაში და დროულად წამოვიდნენ იქიდან. ისინი მზად არიან, მიიწებონ მოღალატის იარლიყიც კი, ოღონდ არ მოხვდნენ ციხეში. ეს არის მარტივი სცენარი, რომელიც პარტიული ტელევიზიის დახმარებით ხორციელდება“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ჟურნალისტები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისთვის დასმული კითხვით, თუ რატომ არ იყვნენ ისინი 4 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციასთან აქციის ორგანიზატორებთან ერთად, კონკრეტულ ლიდერებს „სამართლებრივ ალიბს უქმნიან“.

„ვირთხებივით გაიპარნენ გემბანიდან, ეს ერთი და მეორე - სამართლებრივი ალიბის შექმნა სჭირდებათ იმასთან დაკავშირებით, რომ ათონელის სასახლესთან ძალადობის განხორციელების დროს არ იყვნენ. კი, კი, გაიპარნენ. თქვენ, ამ შემთხვევაში, ეხმარებით სამართლებრივი ალიბის შექმნაში. თქვენი [ჟურნალისტს] პარტიაა და უნდა დაეხმაროთ. ამაში აბსოლუტურად თანაგიგრძნობთ. კი არ გაბრალებთ, თქვენ ხართ ერთი პარტია. ეს კითხვა რომ დაესვა სხვა ტელევიზიას და არა პარტიულ ტელევიზიას, სხვა რამეში იქნებოდა საქმე. მაგრამ საკუთარი პარტიის ლიდერებს რომ უსვამთ კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გაიპარნენ, ამით ხომ სამართლებრივ ალიბს უქმნით საკუთარი პარტიის ლიდერებს. ისინი გაიპარნენ, ესაა საქმე, მაგრამ თქვენ გინდათ, რომ სამართლებრივი ალიბი შეუქმნათ იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი თითქოს, არ ემხრობოდნენ „დამხობის აქციას“. ამ დროს, წინასწარ იყო დაანონსებული „დამხობის აქცია“ და მთელი შემართებით მივიდნენ ეს ლიდერები დანარჩენ 7 ათასამდე კაცთან ერთად ამ „დამხობის აქციაზე“, თუმცა იქიდან იმედგაცრუებულები წამოვიდნენ“,- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში