ადვოკატის განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტი ნანა სანდერი აქციაში მონაწილეობას ადასტურებს, თუმცა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გამორიცხავს

თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, ნანა სანდერის ადვოკატის აიჰან ჰასანლის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე და ჩამოსვლის შემდეგაც ტელეფონით უკავშირდებოდნენ და დაჭერით, ასევე მოკვლით ემუქრებოდნენ.

როგორც ადვოკატმა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ნანა სანდერი აქციაში მონაწილეობას ადასტურებს, თუმცა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გამორიცხავს.

„ჯერ ბრალი წაყენებული არ არის. ამ წუთას დუმილის უფლებას იყენებს. თავის პოზიციას სასამართლოში დააფიქსირებს. დაკავებას ვერაფერს უკავშირებს, მისთვის ძალიან მოულოდნელია და არალოგიკურად მიაჩნია ის მუხლი, რა მუხლითაც გამოძიება მიმდინარეობს. ნანა სანდერმა თქვა, რომ სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა, მანამდე იყო მის მიმართ მუქარა, რაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც გრძელდებოდა. იყო ზარი, სადაც ეუბნებოდნენ, რომ დაიჭერდნენ, მოკლავდნენ და ასეთი რამ უთხრეს: „ხომ იცით, მსგავსი საქმეები სუიციდით სრულდებაო“. არ იცის ვინაობა, ვისი მხრიდან იყო მუქარა, თუმცა დაჭერის მუქარაზე იყო საუბარი და „ხომ იცით, მსგავსი საუბრები სუიციდით სრულდებაო“. საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია. საქართველოში 1-ელ ოქტომბერს ჩამოვიდა. ნანა სანდერის გადმოსახედიდან, რა გამოძიებაც მიმდინარეობს, არანაირ ფორმაში არ ჯდება მისი სისხლის სამართლის კოდექსით დაკავება“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისი განმარტებით, დაკავებულ ნანა სანდერს ბრალს, სავარაუდოდ დღეს ან ხვალ წარუდგენენ.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე