შალვა პაპუაშვილი - შედგა რამდენიმე ათასი ადამიანის სახელმწიფოს ღალატის კოლექტიური აქტი და გახდა ყველა კოლექტიური მურთაზ ზოდელავა - ჩავლილზე და შემდგარზე, თავის მოსულელებას, "არ ვიცოდი"-ს და "არ მეგონა"-ს, ქართველი ხალხი არავისგან მიიღებს

ყველამ ყველაფერი იცოდა. იცოდნენ, რომ ოთხში ოთხ საათზე მიდიოდნენ ხელისუფლების დასამხობად და რომ ოთხშივე უნდა დაემთავრებინათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ყველამ კარგად იცოდა, რომ ხელისუფლებაზე მეტად, საკუთარი ქვეყნის მომავალს ამხობდნენ.

,,ყველამ ყველაფერი იცოდა.

იცოდნენ, რომ ოთხში ოთხ საათზე მიდიოდნენ ხელისუფლების დასამხობად და რომ ოთხშივე უნდა დაემთავრებინათ.

იცოდა პოლიტიკოსმაც და იცოდა ენჯეოშნიკმაც, იცოდა ახალგაზრდამაც და ხანდაზმულმაც, მცოდნემაც და უცოდინარმაც. თითოეულმა იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც თავისუფლების მოედანზე იდგა, იცოდა, იქ რისთვის მივიდა. და იცოდნენ, რომ ხელისუფლებაზე მეტად, საკუთარი ქვეყნის მომავალს ამხობდნენ.

ისინი იქ მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად და ოთხში ოთხ საათზე, იმ ადგილას შედგა რამდენიმე ათასი ადამიანის სახელმწიფოს ღალატის კოლექტიური აქტი და გახდა ყველა ერთი კოლექტიური მურთაზ ზოდელავა.

ახლა, უკვე ჩავლილზე და შემდგარზე, თავის მოსულელებას, "არ ვიცოდი"-ს და "არ მეგონა"-ს, ქართველი ხალხი არავისგან მიიღებს. ის ქართველი ხალხი, რომელმაც ოთხში ოთხ საათზე შეკრებილი ხელისუფლების დამამხობლები საარჩევნო ყუთებთან დაამარცხა,” - წერს პაპუაშვილი Facebook-ზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე