პროკურორი - არსებობს კადრები, ბრალდებულები როგორ აზიანებდნენ და ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლის ბლოკირებას - დაზიანებულები არიან თანამშრომლები, ვინც პრეზიდენტის სასახლეს იცავდნენ

არსებობს არაერთი მტკიცებულება, როგორიც გახლავთ კადრები, რომლებიც ყველამ ვიხილეთ საჯაროდ ტელეეთერებიდან - ამას გარდა გახლავთ ექსპერტიზის დასკვნები, რითაც დასტურდება პირთა მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, - ამის შესახებ პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული კიდევ ოთხი პირის სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

პროკურორის თქმით, მოწმეები არიან სხვადასხვა პირები, რომლებიც იძლევიან მამხილებენ ჩვენებებს, მათ შორის არიან ისინი, ვინც მიიღეს დაზიანებები ბრალდებულთა მიერ.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ოთხივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს, მოგახსენებთ, რომ არსებობს არაერთი მტკიცებულება, მაგალითად როგორიც გახლავთ კადრები, რომლებიც ყველამ ვიხილეთ საჯაროდ ტელეეთერებიდან, ბრალდებულები როგორ აზიანებდნენ და როგორ ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლის ბლოკირებას, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტია. აგრეთვე კადრებში ნათლად ჩანს, როგორ ძალადობდნენ ბრალდებულები სხვადასხვა პირებზე, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებზე. ამას გარდა გახლავთ ექსპერტიზის დასკვნები, რითაც დასტურდება პირთა მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.

მოწმეებად გახლავთ სხვადასხვა პირები, რომლებიც იძლევიან მამხილებენ ჩვენებებს, მათ შორის ვინც მიიღეს დაზიანებები ბრალდებულთა მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად. ამ შემთხვევაში დაზიანებულები არიან თანამშრომლები, ვინც იცავდნენ პრეზიდენტის სასახლეს.

თორნიკე მჭედლიშვილი გახლავთ ერთ-ერთი, ვინც მის ხელთ არსებული დაუდგენელი დიდი საგნის გამოყენებით, ჯოხი, დროშის ტარი თუ სხვა, უმოწყალოდ ახორციელებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას გარშემო მყოფ პირთა მიმართ“, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები