სალომე სამადაშვილი - სწრაფად თუ არ გადავედით მომავალზე ფიქრის რეჟიმზე, არა შორეულზე, არამედ ხვალ, ზეგ რას ვაკეთებთ, პირიდან „ევროპა-ლუკმა" გამოცლილი უმრავლესობა, იძულებული გახდება დაემორჩილოს რუსეთს და მის მოკავშირე უმცირესობას საქართველოში

ივანიშვილის მცდელობას, რომ დასავლეთმა აღიაროს 4 ოქტომბერს ძალადობრივი დამხობის სცენარის არსებობა და დაგმოს, არ ექნება შედეგი. მარტივი მიზეზით, თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს ვინ სად მიუვარდება, არავის ადარდებს დასავლეთში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სამადაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ვითარებას „ქართული ოცნება“ დასავლეთის მტრად გამოსაცხადებლად გამოიყენებს.

„სანამ საინფორმაციო შიდა ომია გაჩაღებული ივანიშვილის მოწინააღმდეგეთა ბანაკში, სწრაფი ნაბიჯებით ხდება საქართველოს ბელარუსიზაციის დამასრულებელი ფაზის მზადება. მოდით მშვიდად, „ბრალეულობის" ძებნის გარეშე აღვწეროთ, სადაა საქართველო დღეს.

ფაქტია, რომ მოქალაქე, როგორც ამომრჩეველი, განაიარაღა რუსეთმა. საქართველოს ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა დაიჯერა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს. ამ ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგე, საქართველოს ამომრჩევლის სახით, ვინც რუსეთს მხარს არ უჭერს, სრულად განეიტრალებული თუ არა, საგრძნობლად დასუსტებულია. ბოიკოტის შემდეგ ამომრჩევლის დაბრუნება არჩევნებზე, ფუნდამენტურად თუ რამე არ შეიცვალა, იქნება ურთულესი.

4 ოქტომბერს რუსეთმა დაინახა, რომ მიუხედავად უამრავი ადამიანისა, რომელიც არ ეგუება რუსულ ოკუპაციას, მათთვის მხოლოდ მშვიდობიანი გზით ბრძოლაა მისაღები. ანუ, რუსეთმა იცის, სანამ თოფიანი კაცი იცავს რეჟიმს, ის მშვიდად არის. ივანიშვილის მცდელობას, რომ დასავლეთმა აღიაროს, 4 ოქტომბერს ძალადობრივი დამხობის სცენარის არსებობა და დაგმოს, არ ექნება შედეგი. მარტივი მიზეზით, თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს სადღაც, ვინ სად მიუვარდება, არავის ადარდებს დასავლეთში. დასავლეთისთვის ღირსება დემოკრატიაშია და არა „ულვაშში".

რაში გამოიყენებს თქვენი აზრით ამ ვითარებას რეჟიმი? დასავლეთის ოფიციალურად მტრად გამოსაცხადებლად და ავტოკრატიის კიდევ უფრო გასამყარებლად. ამიტომ, ერთადერთი შეკითხვა, რომელიც ვინმემ უნდა დაუსვას საკუთარ თავს და სხვას, დღეიდან და გამარჯვებამდე არის: როგორ შეიძლება ქართველების უზარმაზარმა უმრავლესობამ დაამარცხოს რუსული ავტოკრატია და მისი მსახური რეჟიმი. სწრაფად თუ არ გადავედით მომავალზე ფიქრის რეჟიმზე და არა შორეულზე, არამედ ხვალ, ზეგ რას ვაკეთებთ, პირიდან „ევროპა-ლუკმა" გამოცლილი უმრავლესობა, იძულებული გახდება დაემორჩილოს რუსეთს და მის მოკავშირე უმცირესობას საქართველოში”, - წერს სალომე სამადაშვილი.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე