სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ ოთხ პირს - კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით ჟღენტს, გიორგი რურუას პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლემ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ 4 პირს: კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით ჟღენტს, გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმეს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი განიხილავდა. სახელმწიფო ბრალდება ოთხივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, ხუთს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, სამი პირი მიმალვაში იმყოფება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს