სალომე სამადაშვილი - ბოიკოტის გზას ვაკისრებ პასუხისმგებლობას აბსურდზე, რომელიც შედეგად მივიღეთ - ბიძინა ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა, დაედო გროტესკული სურათი

ბოიკოტი არის აბსურდის გზა და აბსურდის გზა დასრულდა იმ გროტესკით, რაც ვიხილეთ 4 ოქტომბერს - პასუხისმგებლობა ეკისრება ბოიკოტის გზას, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, ბოიკოტი ძალიან ძლიერი პროპაგანდა იყო, ამიტომ არჩევნების დღეს ხალხის მობილიზება ვერ შეძლეს.

„ბოიკოტის გზას ვაკისრებ პასუხისმგებლობას აბსურდზე, რომელიც შედეგად მივიღეთ. ბიძინა ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა, დაედო ის გროტესკული სურათი, რაც დაიდო. ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. ჩვენ როდესაც გვეკითხებიან, რატომ ვერ შეძელით მეტი ადამიანის მობილიზება, რომ მოსულიყო საარჩევნო ყუთთან, ჩვენ ძალიან გვიან დავიწყეთ ამაზე მუშაობა. მანამდე მაცივარი რომ გამოგეღო, იქაც ვიღაც გეუბნებოდა, რომ არჩევნებზე არ მიხვიდეთ. ბოიკოტის ძალიან ძლიერი პროპაგანდა იყო.

საზოგადოებამ წარმოიდგინოს, რა შეიძლება მომხდარიყო, თუ ოპოზიცია იმარჯვებდა თბილისში და ამავე დროს გამარჯვების დიდი აქცია იკრიბებოდა თბილისის ქუჩებში. გამარჯვებული ოპოზიციონერი თბილისის მერი, გაერთიანებული ოპოზიციით მის უკან, მიდის აქციაზე ამ გამარჯვების ხალხისთვის მისართმევად - ეს წარმოიდგინეთ და მერე გაიხსენეთ ის სურათი, რაც ვიხილეთ არჩევნების საღამოს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, „არ არის გამორიცხული“, რომ 2026 წლის გაზაფხულზე დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, რადგან ხელისუფლებას აწუხებს ის ფაქტი, რომ არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

„ივანიშვილს არ აინტერესებს დემოკრატიული ლეგიტიმაცია. არ აწუხებთ მარტო რომ სხედან პარლამენტში. რუსეთის დავალებებს მარტო ასრულებენ. მათი ერთადერთი წუხილი არის ის, რომ არ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ვერ ამოიღებენ კონსტიტუციიდან ჩანაწერს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ეს ნამდვილად აწუხებთ მათ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის