თამარ ჩერგოლეიშვილი - „რვიანი“ აღარ არსებობს, დემოკრატიული პარტიების კოორდინაციას იხილავთ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ ვერ გაეკარება - სალომე ზურაბიშვილი იქნება ფიგურა, რომელიც თავისუფალ არჩევნებს ჩაიბარებს

დემოკრატიული პარტიების კოორდინაციას იხილავთ და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც „ლელო“ ვერ გაეკარება, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ოლიგარქიულ ძალებს „ფედერალისტების“ მხრიდან ლეგიტიმაცია არ ექნებათ.

“„რვიანი“ აღარ არსებობს. ბოიკოტისთვის იყო და ბოიკოტის არარელევანტურობასთან ერთად „რვიანიც“ არარელევანტური გახდა. იმ „რვიანში“ იყო „დროა“, ვისთანაც მშვენიერი საქმიანი ურთიერთობა გამოგვდიოდა. დემოკრატიული პარტიების კოორდინაციას იხილავთ. ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც „ლელო“ ვერ გაეკარება. საბოლოო ჯამში საკუთარმა ამომრჩეველმა უნდა გამოუტანოს განაჩენი, მაგრამ ჩვენ ოლიგარქიულ ძალებს, არც ბიძინა ივანიშვილისას, არც ხაზარაძისას და არც სააკაშვილის ავტოკრატიას, ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაციას არ გავუკეთებთ.

მე დემოკრატიულ პარტიებად მივიჩნევ შემდეგ პარტიებს: „თავისუფლების მოედანი“; „დროა“, „გირჩი“; „ახალი“, ეს არის პარტიები, რომელიც ამ თვეების განმავლობაში გამოვცადე, არაერთი აქცია ჩავატარეთ, კამპანიები ჩავატარეთ. გამოგვდიოდა ნორმალური თანამშრომლობა.

„ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსის ნაწილი იყო, არც ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, სად არიან. „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ევროპული საქართველო“ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციის ნაწილი, იმ კოალიციიდანაც არ გამოსულან ჯერ და შესაბამისად, მათზე ვერ ვილაპარაკებ. „სტრატეგიაც“ და „ევროპული საქართველოც“ არიან „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

რაც შეეხება მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ზურაბიშვილი იქნება ის პიროვნება, „რომელიც ჩაიბარებს თავისუფალ არჩევნებს“.

„სალომე ზურაბიშვილი კვლავინდებურად მოიაზრება იმად, რომ როდესაც დემოკრატიული პროცესი დუღილის წერტილს მიაღწევს და თავისუფალ არჩევნებს მივიღებთ, სალომე ზურაბიშვილი იქნება ის ფიგურა, რომელიც ჩაიბარებს თავისუფალ არჩევნებს. ის არის ყველაზე უკეთ პოზიციონირებული, ჩაიბაროს თავისუფალი არჩევნები და საერთაშორისო საზოგადოებასთან იყოს დემოკრატიული პროტესტის ხმა“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე