კახა კალაძე EPP-ის განცხადებაზე - ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია - ეს გაერთიანებები, პარტიები, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები არიან „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ

ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ეს გაერთიანებები, პარტიები, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები არიან „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ევროკავშირისადმი მოწოდება, რომ „სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას, რომლებიც მონაწილეობენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევაში“.

კალაძის განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილი არის უმნიშვნელოვანესი ფიგურა ქვეყანაში, რომელიც ძალიან დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში“.

„ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. ისინი ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს და ყველაფერ სიბინძურეს კადრულობენ, რომ ძალადობა, კრიმინალი წაახალისონ, საზოგადოების დაპირისპირებას და გახლეჩას შეუწყონ ხელი, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა ყველაფერი კარგად გაანალიზა, ძალიან კარგად იცის, ვინ არის და ვის რა ინტერესი აქვს საქართველოსთან მიმართებით“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დაამარცხა მტრები, „გლობალური ომის პარტია“ და „არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ დღეს ყველაზე მეტად ვისაც ებრძვიან, ეს არის ბიძინა ივანიშვილი“.

„ბიძინა ივანიშვილი არის უმნიშვნელოვანესი ფიგურა ქვეყანაში, რომელიც ძალიან დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც 2012 წელს შემოიკრიბა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა და დაამარცხა ქვეყნის მტრები, დაამარცხა ის „გლობალური ომის პარტია“, რომელიც დღეს წარმოდგენილია საქართველოშიც და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილმა თავისი პრინციპული პოზიციით, მტკიცე ხასიათით ყველას აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის და სამშობლოს ინტერესები. შესაბამისად, არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ ყველაზე მეტად დღეს ვისაც ებრძვიან, ეს არის ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა კალაძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს