შალვა პაპუაშვილი - ნებისმიერი სპიკერი, რომელიც ამართლებს ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს, წარმოადგენს რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტს - ამის უარყოფა იგივეა, როგორც თქმა, რომ 4-ში შეკრებილები, იქ ხელისუფლების დასამხობად არ იყვნენ

ნებისმიერი სპიკერი, რომელიც ამართლებს ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს - წარმოადგენს რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, მიმდინარე მოვლენების კომენტირება, მოლაპარაკე თავობა, ინტელექტუალური მხარდაჭერა და სხვა ექსპერტული საქმიანობა პოლიტიკური აქტორების მხარდასაჭერად, წარმოადგენს პროპაგანდისტული საქმიანობის მკაფიო ნიმუშს და ეს არის ფაქტი.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინდელ ბრიფინგზე საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა დაეგმოთ 4 ოქტომბერს თბილისში მომხდარი მოვლენები, რომლებიც დაანონსდა რადიკალური ოპოზიციის მიერ როგორც რევოლუცია და პრეზიდენტის სასახლის შტურმის შედეგად შეფასდა კიდეც როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში არაერთხელ მხილებული დიპლომატიური მისიებისგან მიმდინარე დუმილი არც ახალია და არც მოულოდნელი.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა ოპოზიციის მიერ მისი არაღიარება, გაყალბებულად მონათვლა, ქუჩის პროტესტი და კონსტიტუციური პოლიტიკური ცხოვრების სრული ბოიკოტი. ეს პროცესები ხსენებული დიპლომატიური მისიებისგან მხარდაჭერილ იქნა, ისევე როგორც მისი ისეთი რადიკალური გამოვლინებები, როგორიცაა „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, შიმშილობა, ქუჩების დაკეტვა, სკოლებში შევარდნა, ბულინგისა და ძალადობის ღია კამპანიები და სხვა.

ის ფაქტობრივი გარემოებები და ქმედებები, რომელიც ყველას დასანახად, ტრადიციული თუ სოციალური მედიით ვრცელდებოდა, მედიური საჯარო ფიგურების მხრიდან მონათლული და სახელდებული იყო როგორც: მშვიდობიანი დემონსტრაციები, ქართველი ხალხის ნება, მშვიდობიანი უწყვეტი პროტესტი, მშვიდობის მარში, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა და ასე შემდეგ.

მიმდინარე მოვლენების კომენტირება, მოლაპარაკე თავობა, ინტელექტუალური მხარდაჭერა და სხვა ექსპერტული საქმიანობა პოლიტიკური აქტორების მხარდასაჭერად, წარმოადგენს პროპაგანდისტული საქმიანობის მკაფიო ნიმუშს და ეს არის ფაქტი.

გასული 11 თვის განმავლობაში, თბილისში მიმდინარე სხვადასხვა მასშტაბის დემონსტრაციების ცალსახა და გაცხადებულ მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ხელისუფლების არადემოკრატიული გზით ცვლილება. ამ მიზნის მისაღწევად ოპოზიციურმა ძალებმა არაერთი რადიკალური აქტი თუ პროცესი შემოგვთავაზეს. შესაბამისად, ის რომ დღეს ქვეყანაში გვყავს რადიკალური ოპოზიცია, ესეც არის უბრალოდ ფაქტი.

თუკი რომელიმე საჯარო ფიგურა ქუჩაში მდგომ მარგინალურ ძალებს რადიკალებად და 4 ოქტომბრის მიტინგს ხელისუფლების დამხობის მცდელობად ვერ აღიქვამს და ამას სხვა, ნაკლებად გამაღიზიანებელი სახელდებით ნათლავს, ეს ვერ გააუქმებს ცხად ფაქტს, რომელიც მრავალი არგუმენტითაა გამყარებული.

სწორედ ამიტომ, იქნება ეს რომელიმე უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც აშკარად უჭირს განასხვაოს სატელევიზიო მედიის სპეციფიკა სალექციო აუდიტორიის კედლებისგან, თუ ნებისმიერი სხვა სპიკერი, რომელიც ამართლებს რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს - ნებისმიერი ასეთი პირი წარმოადგენს რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტს. ამის უარყოფა იგივე ხარისხის თვალში ნაცრის შეყრაა, როგორც იმის თქმა, რომ ოთხში ოთხ საათზე შეკრებილები, იქ ხელისუფლების დასამხობად არ იყვნენ მისულები“, - წერს პაპუაშვილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები