ისრაელის მთავრობის პრესსპიკერი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მთავრობის სხდომიდან 24 საათის განმავლობაში ამოქმედდება

ისრაელის მთავრობის პრესსპიკერი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მთავრობის სხდომიდან 24 საათის განმავლობაში ამოქმედდება

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მთავრობის სხდომიდან 24 საათის განმავლობაში ამოქმედდება, - ამის შესახებ ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა, შოშ ბადროსიანმა განაცხადა.

შოშ ბადროსიანმა დაადასტურა, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმებას ეგვიპტეში, დილით მოაწერეს ხელი.

„აღნიშნული 24-საათიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, 72-საათიანი ფანჯარა ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც „ჰამასმა“ დარჩენილი მძევლები ისრაელის თავდაცვის ძალებს უნდა დაუბრუნოს“, - განაცხადა ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე შეიკრიბება, ხოლო მთავრობის სხდომა მოგვიანებით გაიმართება.