რევაზ აფხაზავა - პაატა ბურჭულაძემ გარკვეული შეცდომა დაუშვა, ან ეგონა სხვანაირად მოხდებოდა, იმედია, ოდესმე გავიგებთ - როცა რეჟიმს ებრძვი, ხდება შეცდომებიც, ღალატიც, გაუთვალისწინებელი მოქმედებებიც

მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ეროვნული საბჭოს წევრის, რევაზ აფხაზავას განცხადებით, 4 ოქტომბერს არ იყო სწორი გათვლები გაკეთებული, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ გარკვეული შეცდომა დაუშვა, ან ეგონა, სხვანაირად მოხდებოდა.

“ეს იყო შეცდომა და იმედია, თვითონაც აღიარებენ. თანავუგრძნობ ამ ადამიანებს და ვთვლი, რომ ისინიც არიან პოლიტპატიმრები. გასაგებია, რომ სწორი გათვლები არ იყო გაკეთებული. პოლიტიკურმა პარტიებმა, არც კი ვიცით, რა გათვლები ჰქონდათ და რა არ გამოუვიდათ. არ ვიცი, ვის რა უღალატა.

პაატა ბურჭულაძემ გარკვეული შეცდომა დაუშვა, ან ეგონა სხვანაირად მოხდებოდა. ვიღაცების იმედი ჰქონდათ და მათ იმედები გაუცრუვდათ. იმედია, ამ ყველაფერს ოდესმე გავიგებთ. დავუშვათ, მათ შეცდომა დაუშვეს, ამის გამო მეორე დღეს „ქართული ოცნება“ ვინმეს მოეწონა? შეცდომები აქამდეც იყო და კიდევ იქნება, დაზღვეული არავინ იქნება. მთავარია, რომ არ იყო ფატალური შეცდომა. საბედნიეროდ მშვიდობიანად დასრულდა ყველაფერი“,- განაცხადა აფხაზავამ.

რევაზ აფხაზავას თქმით, საუბარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე აბსურდულია და „ქართული ოცნება“ თავად არის სიტუაციის ესკალაციაზე პასუხისმგებელი.

ამასთან, მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ შეარჩიეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იერიშისთვის, როდესაც მისი თქმით, პრეზიდენტის სასახლე საერთოდ არ წარმოადგენს არანაირ სახელმწიფოს სიმბოლოს და არც პრეზიდენტი.

„რა სახელმწიფო დამხობაზეა საუბარი. საერთოდ რატომ იყო შერჩეული პრეზიდენტის სასახლე იერიშისთვის, წარმოდგენა არ მაქვს. ჩემთვის პრეზიდენტის სასახლე საერთოდ არ წარმოადგენს არანაირ სახელმწიფოს სიმბოლოს. არანაირ სიმბოლოს არ წარმოადგენს ე.წ. პრეზიდენტი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის.

გასაგებია, რომ ჩვენ სხვანაირად უნდა ვიმოქმედოთ. „თავისუფლების მოედანმა“ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რაც მოხდება, თავად „ქართული ოცნება“ არის დამნაშავე, რადგან თავად არის ესკალაციაზე პასუხისმგებელი“,- განაცხადა რევაზ აფხაზავამ.

მისივე შეფასებით, 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღი იყო, ხოლო პროტესტმა ძალიან დიდი ძალა აჩვენა.

„უამრავი ადამიანი მშვიდობიანად გამოვიდა ქუჩაში. „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებულ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო არავინ, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც დაშინებით მიიყვანეს. ამასთან, ეს იყო იმის ჩვენება, რომ საქართველოში პროტესტი არსად გამქრალა. ცხადია, როდესაც ამხელა რეჟიმს ებრძვი, ხდება შეცდომების დაშვებაც, ღალატიც, გაუთვალისწინებელი მოქმედებები“,- განაცხადა აფხაზავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში