ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას 450-ზე მეტი დრონითა და 30-ზე მეტი რაკეტით შეუტიეს - გვჭირდება გადამწყვეტი მოქმედება და არა ცარიელი სიტყვები აშშ-სგან, ევროპისა და „დიდი შვიდეულისგან“

რუსმა ოკუპანტებმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა და ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის რამდენიმე ოლქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

„ეს იყო ცინიკური და გათვლილი თავდასხმა: 450-ზე მეტი დრონი და სამ ათეულზე მეტი რაკეტა ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რაც უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრებას და რისი წართმევაც რუსებს სურთ ჩვენთვის. ამჟამად არსებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა - ყველა იღებს საჭირო დახმარებას. სამწუხაროდ, ზაპოროჟიეში თავდასხმის შედეგად ერთი ბავშვი გარდაიცვალა“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, კიევში ჯგუფები ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების აღდგენაზე მუშაობენ.

ზელენსკის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება ამჟამად გრძელდება კიევის, დონეცკის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ხარკოვის, სუმის, პოლტავას და ოდესის ოლქებში, ასევე დნიპროში. ელექტროენერგიის აღდგენაზე მუშაობენ ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის და ხერსონის ოლქებშიც.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს, ერთად მუშაობით, შეუძლია ადამიანები ამ ტერორისგან დაიცვას.

„საჰაერო თავდაცვის მომარაგებისა და სანქციების განხორციელებისას ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი მოქმედება და არა ცარიელი სიტყვები - აშშ-სგან, ევროპისა და „დიდი შვიდეულისგან“. ველით ამ სისასტიკეზე პასუხს „დიდი ოცეულისგან“, ყველა მათგანისგან, ვინც თავის გამოსვლებში მშვიდობაზე საუბრობს, მაგრამ რეალური ქმედებებისგან თავს იკავებს. მსოფლიოს შეუძლია ამ დანაშაულებისგან დაცვა და ეს, რა თქმა უნდა, გააძლიერებს გლობალურ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე