შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე - ქურდიც ფიქრობს, რომ მას ეკუთვნის რაღაც ნივთი, ამიტომ შედის სხვის სახლში და იპარავს -  ესენიც ფიქრობენ, რომ მათ ეკუთვნით ხელისუფლება და ამიტომ შეუძლიათ ძალით აიღონ ეს ხელისუფლება

ქურდიც ფიქრობს, რომ მას ეკუთვნის რაღაც ნივთი და ამიტომ შედის სხვის სახლში და იპარავს იქიდან ნივთებს - ესენიც ფიქრობენ, რომ მათ ეკუთვნით ხელისუფლება და ამიტომ შეუძლიათ ძალით აიღონ ეს ხელისუფლება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მან პასუხისმგებლობა სამ სხვადასხვა ჯგუფზე გადაანაწილა და ის, პოლიტიკოსებისა და აქციაზე მისული ადამიანების პარალელურად, გარე აქტორებს დააკისრა.

კერძოდ, პაპუაშვილის თქმით, რომ არ ყოფილიყო გარე აქტორების მხრიდან მხარდაჭერა, დაფინანსება და ორგანიზება, 4 ოქტომბერს ძალადობა და პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა არ იქნებოდა.

„რაც შეეხება პასუხისმგებლობას, აქ სხვადასხვა გრადაციაა, არის უშუალოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და თქვენ ხედავთ რომ შსს, უსაფრთხოების სამსახური, მოქმედებენ ძალიან მაღალი სტანდარტით, მოქმედებენ ძალიან სისტემურად, ხდება განცალკევება იმისა, თუ ვის აქვს უშუალოდ სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩადენილი. მეორე ნაწილი ეს არის შიდა პოლიტიკური ჯგუფი და ამაში მოიაზრებიან პარტიული და NGO ჯგუფები, რომლებიც იყვნენ სრული მონაწილე 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებისა. ყველა აქტივისტმა ზუსტად იცოდა, რისთვის მიდიოდა, მანამდე ჰქონდათ რამდენიმეკვირიანი კამპანია ნეპალთან შედარებით და ზუსტად იცოდნენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება, სადაც უნდა შევარდნილიყვნენ და დაეღვარათ სისხლი. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, სად მიდიოდა და ახლა ნურავინ თავს ნუ იკატუნებს, რომ 4-ში 4 საათზე იქ მივიდა იმისთვის, რომ გაესეირნა, ზოდელავასთვის მოესმინა და მერე სახლში დაბრუნებულიყო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა, ამის შემდეგ მიხვდა ყველა თუ რა შარში გაყვეს თავი და ახლა ცდილობენ ამის გადასხვაფერებას და თქმას - არ ვიცოდი, არ მეგონა. ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა და ყველამ კარგად იცოდა, რომ შეუმდგარ სახელმწიფო გადატრიალებას მოჰყვებოდა პასუხისმგებლობა. აქ საბავშვო ბაღში არავინ არ არის. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იზიარებენ ის პოლიტიკოსები, NGO-ები და ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც 4-ში 4 საათზე თავისუფლების მოედანზე ამ ქვეყნის დასამხობად მივიდა. ამ რამდენიმე ათასმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ისინი მონაწილენი არიან ჩვენი ქვეყნის დამხობისა. ასევე პასუხისმგებლობა ეკისრებათ გარე აქტორებს, გარე ძალებს, რომლებიც სინამდვილეში არიან მთავარი სულის ჩამდგმელები სახელმწიფო გადატრიალებისა. მათ გარეშე არ იქნებოდა არაფერი, არ იქნებოდა ძალადობა, არ იქნებოდა შევარდნები და არ იქნებოდა მანამდე პარლამენტის შტურმის მცდელობები. ეს არ იქნებოდა, რომ არა გარე მხარდაჭერა, გარე დაფინანსება და გარე ორგანიზება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები