შალვა პაპუაშვილი ექიმ გიორგი ჩახუნაშვილზე - თუ სითამამე ეყო, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში შესულიყო, ამაზე პასუხისმგებლობაც აიღოს - პროფესია ყველას აქვს: ქურდსაც, ყაჩაღსაც და ხელისუფლების დამამხობელსაც!

თუ ამ ადამიანს იმის სითამამე ეყო, რომ კანონი დაერღვია და პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე შესულიყო, იმის სითამამეც ეყოს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს - ასაკის, პროფესიის, წარმომავლობისა და კანის ფერის ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არ მოხდება! პროფესია ყველას აქვს - ქურდსაც, ყაჩაღსაც და ხელისუფლების დამამხობელსაც! - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე 71 წლის ექიმის გიორგი ჩახუნაშვილის დაკავების თაობაზე დასმულ კითხვას.

პაპუაშვილმა დღეს განაცხადა ისიც, რომ „რამდენიც გამოვლინდება და სისხლის სამართლებრივი დევნის სტანდარტებს დააკმაყოფილებს, პასუხისმგებლობაში ზუსტად იმდენი რაოდენობის ადამიანი მიეცემა“.

პაპუაშვილის თქმით, „სახელმწიფო დიდი ხანია მომზადებულია იმისთვის, რომ დამხობის და 90-იან წლების სისხლის გუბეების დაყენების შესაძლებლობა არავის მისცეს“.

მან დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობიდან გაქცევის იმედი არავის უნდა ჰქონდეს.

„მამუკა ხაზარაძის მორალთან შეიძლება შედარება, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდოდა ისე, რომ სულ მოგებაში ყოფილიყო და გარანტიას ითხოვდა, რომ თუ პორტს მოგება არ ექნებოდა, ფულს ბიუჯეტიდან დავუმატებდით. უნდოდა ისეთი ბიზნეს მოდელი, რომელშიც წაგება გამორიცხულია და მხოლოდ მოგება უნდა ყოფილიყო.

ზუსტად ასე ჩანს მათი რეაქციები - თითქოს სახელმწიფო გადატრიალების ბოლოს თვითონ უნდა დარჩენილიყვნენ მოგებულები. ისინი, ვინც სახელმწიფო გადატრიალებასა და ხელისუფლების დამხობაზე მიდიან, უნდა აცნობიერებდნენ, რომ ჩავარდნილ სახელმწიფო გადატრიალებასა და ხელისუფლების ჩავარდნილ დამხობას პასუხისმგებლობა მოჰყვება.

ქვეყნის დამამხობლებს მხოლოდ ერთი შედეგის იმედი ჰქონდათ, რომ ამ ქვეყანას დაამხობდნენ - ეს არ გავა! იმაზე გათვლა, რომ მხოლოდ მოგებული დარჩებოდნენ, სწორი არ არის. შესაბამისად, იღებენ კიდეც პასუხს ამ ყველაფერზე.

ჩავარდა სახელმწიფო გადატრიალება, ჩავარდა ხელისუფლების დამხობა და ამ ყველაფერს პასუხისმგებლობა მოჰყვება. ის ვინც ბედავს და იჩენს სიმამაცეს, მათ შორის კონკრეტულად ეს ადამიანი [გიორგი ჩახუნაშვილი], რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში შეიჭრა და სხვებსაც მიუთითებდა რომ იქ შესულიყვნენ,

იმის სითამამეც ეყოს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს. ცხოვრება თვითმომსახურების მაღაზია არ არის, სადაც რასაც გინდა აიღებ და რასაც გინდა არ აიღებ - არავის ჰქონდეს იმედის იმისა, რომ პასუხისმგებლობას გაექცევა! მით უმეტეს, როდესაც ადამიანს რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, როდესაც რაღაც ნაბიჯზე მიდიხარ, კეთილი უნდა ინებო და პასუხისმგებლობის სითამამეც უნდა გქონდეს.

პროფესია ყველას აქვს - ქურდსაც, ყაჩაღსაც და ხელისუფლების დამამხობელსაც! პროფესიული მიზნით დისკრიმინაცია და იმის გარჩევა, რომ უმუშევარი დავიჭიროთ და არაუმუშევარი არ დავიჭიროთ ვერ მოხდება - გაუგებარია ეს რა მორალია.

ცხადია, რომ იგეგმებოდა ხელისუფლების დამხობა, იყო მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ, დაიწყო ამ მოწოდების აღსრულება - პირდაპირ ეთერში ვნახეთ ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ.

თუკი იმის სითამამე ეყოთ, რომ 4 ოქტომბერს, 4-საათზე ქვეყნის დამხობაზე წასულიყვნენ, კეთილი ინებონ და იმის სითამამეც ეყოთ, მიიღონ სასჯელი, რომელიც ქვეყნის წარუმატებლად დამამხობლებს ეკისრებათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები