თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი რეკეტის გზას იყენებს ყოფილი თანამდებობის პირებისგან ფულის ამოსაღებად და ერთ-ერთი ასეთია ბაჩიაშვილი - დავით გოგობერიშვილის თვითმკვლელობის ვერსია ჩემთვის არასარწმუნოა

ივანიშვილი რეკეტის გზას იყენებს ყოფილი თანამდებობის პირების და მასთან დაახლოებული პირების მიმართ ფულის­ ამოსაღებად. ერთ-ერთ ასეთად თვლის ბაჩიაშვილს, ამიტომ მიმართავს ტერორის ყველა გზას, რათა ეს ფული ამოიღოს. ამ პიროვნების [დავით გოგობერიშვილის] თვითმკვლელობის ვერსია ჩემთვის ძალიან არასარწმუნოა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის დაკავება „ივანიშვილს უკავშირდება და ყველა მეთოდს იყენებს ბაჩიაშვილისგან ფულის ამოსაღებად“.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს რეპრესიული მანქანის სამუშაოდ დიდი ოდენობით ფული სჭირდება.

„ივანიშვილი, რომელიც უკვე გარკვეული სანქციების ქვეშ არის და კიდევ უფრო მძიმე სანქციებს ელოდება, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის მხრიდან, მნიშვნელოვან ფინანსურ კრიზისშია. რეპრესიული მანქანის სამუშაოდ სჭირდება ყოველდღიურად დიდი რაოდენობის ფული, რასაც ფინანსური ინსტიტუტებიდან ამ სანქციების გამო ვერ მიიღებს. ამიტომ, რეკეტის გზას იყენებს ყოფილი თანამდებობის პირების და მასთან დაახლოებული პირების მიმართ ამ ფულის ამოსაღებად. ერთ-ერთ ასეთად თვლის ბაჩიაშვილს, ამიტომ მიმართავს ტერორის ყველა გზას, რათა ეს ფული ამოიღოს. ამ პიროვნების თვითმკვლელობის ვერსია ჩემთვის ძალიან არასარწმუნოა, დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის იწვევს ასოციაციებს ვითომ თვითმკვლელობის მცდელობაზე, რომელიც მოვისმინეთ მათ შორის რიჟვაძეზე. სინამდვილეში, უსასტიკესი მეთოდებით უსწორდებიან ივანიშვილის დავალებების შესასრულებლად „ქართული ოცნების“ ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები, თუ მათთან დაკავშირებულები“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი 8 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გოგობერიშვილი გარდაცვლილი ავტოფარეხში იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.

ცნობისთვის, დავით გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები რამდენიმე თვის წინ დატოვეს, რასაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებდნენ.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავეს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა