შალვა პაპუაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ სუს-ის განცხადებაზე - ეს აჩვენებს რამხელა კრიმინალური ენერგია აქვს ამ ადამიანს და რომ ყველაფერზეა წამსვლელი - ცემასთან დაკავშირებულ ცრუ ნარატივში ჩართული იყო დიდი კრიმინალური კონგლომერატი

ცემასთან დაკავშირებულ ცრუ ნარატივში ჩართული იყო ადგილობრივი მედია, ოპოზიცია, ოპოზიციის კუთვნილი მედია, ოპოზიციის კუთვნილი NGO, ოპოზიციის მფარველი უცხოელები და ოპოზიციის მფარველი უცხოელების კუთვნილი მედია - ეს არის ერთი დიდი კრიმინალური კონგლომერატი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გამოვლენილ ახალ გარემოებებზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი არის კრიმინალური ენერგიის მქონე ადამიანი, რომელსაც დიდი ოდენობით მოპარული ფული საშუალებას აძლევს მოისყიდოს როგორც ციხის ხელმძღვანელობა, ასევე იყიდოს სტატიები ისეთ უცხოურ მედიაში, როგორიც „გარდიანია“.

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამხელა კრიმინალური ენერგია აქვს ამ ადამიანს, რომელმაც ჯერ ასობით მილიონი გააქრო, შემდეგ ლამის თავისი ხელით გადააკეთა მანქანა, გდრ-დან ფედერაციულ რესპუბლიკაში რომ იპარებოდნენ, რაღაც ამხელა აგენტურული სცენა დადგა და მანქანის საბარგულით გადაიპარა და ახლა ვხედავთ, რომ ადამიანმა ინსცენირება გააკეთა მასზე ძალადობის. ეს აჩვენებს რამხელა კრიმინალური ენერგია აქვს და ყველაფერზეა ეს ადამიანი წამსვლელი. მეორე, ეს აჩვენებს, ვიღაც აძლევს საშუალებას რომ ფული, რომელიც მას აქვს თაღლითურად მოპარული, გამოიყენოს. დიდ თანხებზეა საუბარი და მას ეძლევა საშუალება, რომ მოისყიდოს ციხის ხელმძღვანელობიდან დაწყებული მედიით დამთავრებული. არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს იყო ნაყიდი სტატიები „გარდიანში“ და კიდევ ერთ გაზეთში ამერიკაში - ვის აინტერესებს ბაჩიაშვილი ლონდონსა და ნიუ-იორკში - ეს იყო ნაყიდი სტატიები და მათ შორის ესეც აჩვენებს სქემას, როგორ ხდება ფულით მოსყიდვა გარე პოლიტიკოსებისა, რომლებიც მას გამოესარჩლნენ და მედიებისა. ეს არის ნაყიდი მედია, რომელიც კოორდინირებულად აწევს თემას რომელიც მას უნდა, გააქრობს თემას, რომელიც არ უნდა.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ იყო ჩართული ამ დანაშაულში, გამოძიება იმისთვის არის, რომ ყველა მისი მონაწილე დაადგინოს და ამ ეტაპზე, ვინც დაადგინა, სწორედ ის ადამიანია დაკავებული. მილიარდ ნახევარი აქვს ადამიანს მოპარული და სადღაც დასაწყობებული. სწორედ ამ ფულს იყენებს, რომ კრიმინალური გზით მიღებული თანხები შეინარჩუნოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე უნდა გამოიკითხოს თუ არა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არავისი რჩევა- დარიგება არ სჭირდება.

„არ მგონია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სჭირდებოდეს ჩვენი რჩევა- დარიგებები, თუ როგორ აწარმოოს გამოძიება. ვხედავთ, რომ ძალიან სწორად და პროფესიონალურად აწარმოებენ გამოძიებას და სწორედ ამის შედეგია ბევრი რამ, მათ შორის ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ამას ბევრი აქტორი ჰყავდა, ცემასთან დაკავშირებულ ცრუ ნარატივში ჩართული იყო ადგილობრივი მედია, ოპოზიცია, ოპოზიციის კუთვნილი მედია, ოპოზიციის კუთვნილი NGO, ოპოზიციის მფარველი უცხოელები და ოპოზიციის მფარველი უცხოელების კუთვნილი მედია, ეს არის ერთი დიდი კრიმინალური კონგლომერატი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ქემოკლიძემ პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის საკანში შეიყვანა სპეციალურად შერჩეული ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ, რისი განხორციელებაც იმ ეტაპზე ვერ მოახერხეს.

სუს-ის თანახმად, ამის შემდეგ, განზრახვის ბოლომდე მისაყვანად გ.ქ.-მ ბაჩიაშვილის საკანში შეიყვანა პატიმარი კ.მ. მისი შესვლისთანავე გიორგი ბაჩიაშვილმა, წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაძაბა კ.მ.-სთან ურთიერთობა, რასაც მათ შორის მოყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს