შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ ბაჩო ახალაიას მეუღლეს, რომელიც სოცქსელში   აქტიურია - ახალაია თვითონ არ ჩანს, მაგრამ არავის ეპარება ეჭვი, რომ ის იმ სათქმელს აჟღერებს, რომელიც ახალაიას აქვს

ვხედავთ ბაჩო ახალაიას მეუღლეს, რომელიც სოცქსელში აქტიურია - ახალაია თვითონ არ ჩანს, მაგრამ არავის ეპარება ეჭვი, რომ ის იმ სათქმელს აჟღერებს, რომელიც ბაჩო ახალაიას აქვს, - ასე ახსნა ბაჩო ახალაიას გამოკითხვაზე დაბარება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა სწორედ ამ კონტექსტში განაცხადა, რომ ახალაია იყო მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიური ნაბიჯებისა თუ დამხობის ორგანიზების ნაბიჯებისა.

„რაც შეეხება იმას, თუ რა საკითხებში და როგორ იყო ის ჩართული, გამოძიება ამიტომაც არის. სამართალდამცავი სტრუქტურები ცდილობს, რომ ამაში გაერკვნენ და ყველა დეტალი დადგინდეს.

პარლამენტის მოლოდინია, რომ მიაკვლიონ ყველა მოძალადეს, მიაკვლიონ ყველა ორგანიზატორს, მიაკვლიონ ყველა დამფინანსებელს, გარე წამხალისებელს და ყველას მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობა დააყენონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია პოლიციაში დაიბარეს. ახალაიას შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დღეს, 13:00 საათზე ელოდებიან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა