ბაჩო ახალაია - 13 წლის განმავლობაში დახარჯეს უამრავი რესურსი, რომ ჰყოლოდათ რამდენიმე „ბუა“, მათ შორის ერთი მე ვარ - ბატონ პაატას და ბატონ მურთაზს ხელში არაფერი ეჭირათ, ნიღაბიც კი არ ეკეთათ, ეს არის მშვიდობიანი აჯანყება

მგონია,რომ ძალიან მარტივ, პრიმიტიულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე. 13 წლის განმავლობაში დახარჯეს უამრავი რესურსი, რომ ჰყოლოდათ რამდენიმე „ბუა“, მათ შორის ერთი მე ვარ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ კრიმინალურ პოლიციაში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ახალიამ განაცხადა, „რეჟიმს არ უნდა დაინახოს მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში არსებობენ პატრიოტი ადამიანები, რომელთაც არ სჭირდებათ ვინმეს კარნახი იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობიანი აჯანყება მოაწყონ“.

„ბატონი პაატას მოსაზრების ფორმირებას, ლევან ხაბეიშვილის მოსაზრების ფორმირებას სჭირდებოდა ვინმეს ორგანიზება თუ მიტინგზე მოსვლას შეატყო ვინმემ იქ ორგანიზება ან შემდეგ ნებისმიერ ნაბიჯს? ჩემი აზრით, რეჟიმს უბრალოდ არ უნდა დაინახოს მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში არსებობენ პატრიოტი ადამიანები, ისეთები, როგორიც არიან ბატონი პაატა, მურთაზი, ლევანი და სხვები. მათ არ სჭირდებათ ვინმეს კარნახი იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობიანი აჯანყება მოაწყონ. როგორც თქვენ ნახეთ, ისე ვხედავდი მეც. მგონია, რომ ძალიან მარტივ, პრიმიტიულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე. 13 წლის განმავლობაში დახარჯეს უამრავი რესურსი, რომ ჰყოლოდათ რამდენიმე „ბუა“, მათ შორის ერთი მე ვარ. ბატონ პაატას ვიცნობ ძალიან კარგად, უდიდესი პატივისცემა მაქვს მის მიმართ, ჩვენი ოჯახის ახლობელია. მურთაზი ჩემი მეზობელია. შესაბამისად, მგონია, რომ ეს პრიმიტიული სცენარი გამოიყენეს. ცდილობენ ხაზი გაუსვან იმას, მთელმა საქართველომ რაც დაინახა, გაგიჟებული პატრიოტების თავგანწირვა კი არ იყო, სინამდვილეში ქართველები კი არ ვარსებობთ, სინამდვილეში ჩვენ არ გვყავს 15 ან 100 კაცი, რომელსაც შეუძლია თავგანწირვა. სინამდვილეში ვიღაცებს უნდათ აიძულებდნენ, რომ იყვნენ პატრიოტები.ეს არის კიდევ ერთი დამცირების მცდელობა ამ საოცარი ადამიანების და მათთან ერთად მთელი საქართველოს“, - განაცხადა ახალაიამ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განმარტებით, 4 ოქტომბრის აქცია იყო მშვიდობიანი და დაკავებულებს აირწინაღიც კი არ ეკეთათ.

„მშვიდობიანი აჯანყება იცით რას ნიშნავს? ბატონ პაატას და ბატონ მურთაზს ხელშიც არაფერი ეჭირათ, ნიღაბიც კი არ ეკეთათ, აირწინაღიც კი არ ეკეთათ, ეს არის მშვიდობიანი“, - განაცხადა ახალაიამ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე