„დიდი შვიდეულის“ ელჩებმა, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების გამო, საგანგებო შეხვედრა გამართეს

„დიდი შვიდეულის“ ელჩებმა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ სვეტლანა გრინჩუკთან და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან სასწრაფო შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა რუსეთის მიერ ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის საკითხის განსახილველად გაიმართა.

გრინჩუკის გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ „ნაფტოგაზ უკრაინას“, „უკრენერგოს“ და „ენერგოატომის“ წარმომადგენლები.

გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის მიერ ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები და უკრაინის მხარდაჭერა შემდგომი დარტყმების წინააღმდეგ ბრძოლასა და მისი ყველაზე აქტუალური საჭიროებების მოგვარებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე