ადვოკატი - გიორგი ჩახუნაშვილი ათონელის სასახლესთან იყო მხოლოდ იმ მიზნით, რომ თუ ვინმეს დასჭირდებოდა, პირველადი დახმარება გაეწია მათთვის, რაც გააკეთა

გიორგი ჩახუნაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხედავს ევროკავშირში, იდგება იმ აქციაზე, რომელიც იქნება პროევროპული, - ამის შესახებ აკადემიკოსის, ექიმის გიორგი ჩახუნაშვილის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ მას შეეფარდოს პატიმრობა, ვინაიდან მის მიერ ძალისმიერი ქმედების განხორციელება არ მომხდარა.

„რაც შეეხება გიორგის პოზიციას, ის არ აღიარებს და არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას. ჩვენ მას გადავეცით საზოგადოების პასუხი და განწყობები, რაც გამოიწვია მისმა დაკავებამ. მადლობას უხდის საზოგადოების წევრს, ვინც დიდი ყურადღება გამოიჩინა მის მიმართ.

ცოტა ხნის წინ გავიგეთ პროკურატურის პოზიცია საპატიმრო გირაოზე, მოგეხსენებათ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ მას შეეფარდოს პატიმრობა. მის მიერ ძალისმიერი ქმედების განხორციელება არ მომხდარა. ის ათონელის სასახლესთან იყო მხოლოდ იმ მიზნით, რომ თუ ვინმეს დასჭირდებოდა, პირველადი დახმარება გაეწია მათთვის, რაც გააკეთა. ის ამბობს, რომ საქართველოს ხედავს ევროკავშირში, იდგება იმ აქციაზე, რომელიც იქნება პროევროპული, მიზანი იქნება ის, რომ საქართველო არის ევროკავშირის ოჯახის წევრი, ეს იყო მისი იქ გამოსვლის მიზანი. ის ადასტურებს, რომ აქციაზე იმყოფებოდა.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ვერ ვხედავთ ვერცერთ საფუძველს რომ მიღწეული იყოს აღკვეთის ღონისძიების მიზნები, რომ შეეფარდოს გირაო. მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას“, - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

შეგახსენებთ, პოლიციამ ექიმი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავა. მისი დაკავება უკავშირებდებოდა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. დღეს კი პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე რომ პროკურატურამ სასამართლოს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის