4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი - მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეში საერთოდ არ მოიპოვება მასალა იმის შესახებ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას და ჯგუფურ დანაშაულს.

„მე წინასწარ ვიცოდი, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა. მე მივუთითე კიდეც, რომ პროკურორი რაზეც აპელირებდა, რომ ძალადობას და ჯგუფურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, საქმეში საერთოდ არ მოიპოვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მე ალტერნატივის სახით ვიშუამდგომლე, იქნებ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - გირაო ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ ამ გადაწყვეტილებას გამოიტანდა და პატიმრობად გამოუყენებდა. რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ. მე არც სააპელაციოს იმედი არ მაქვს, მაგრამ ვთვლი, რომ უნდა გავასაჩივრო და ბოლომდე ვიბრძოლო", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ ხუთ პირს - გენადი კუპრეიშვილს, ალექსანდრე ჩილაჩავას, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიასა და სულხან ტუღუშს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის