ანზორ მელია - ციხეები გაავსეს ახალგაზრდა პატრიოტი ბიჭებით - 200 კაცი მიუვარდა დამსახურებულ პროფესორს, პედიატრს, კაცს, რომელსაც სიკეთის გარდა არაფერი უკეთებია

ციხეები გაავსეს ახალგაზრდა პატრიოტი ბიჭებით. არ შეგრჩება ბატონო ბიძინა, იცოდე დიდხანს ვერ გაძლებ, - ამის შესახებ ექიმმა, კარდიოლოგმა ანზორ მელიამ რუსთაველის გამზირზე, ექიმების საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

ანზორ მელიას თქმით, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, რომელიც 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დააკავეს, აქციაზე ყოველთვის მშვიდობიანად დგას ხოლმე და თუ ვინმე უნდა დაისაჯოს „პირველ რიგში ეს კობახიძეა, რომელმაც აიძულა ქუჩაში გამოსვლა“.

„200 კაცი მიუვარდა დამსახურებულ პროფესორს, პედიატრს, კაცს, რომელსაც სიკეთის გარდა ამქვეყნად არაფერი უკეთებია. სირცხვილია, რასაც ეს მთავრობა ამბობს: ჯგუფური რაღაცო [ძალადობის ორგანიზება და მოწოდება]. რა ჯგუფური, კაცი მშვიდობიანად დგას ხოლმე რუსთაველზე და იბრძვის ევროპული მომავლისათვის. თუ ვინმე დამნაშავეა ამ ქვეყანაში, თუ ვინმე უნდა დაისაჯოს, პირველ რიგში ეს კობახიძეა, რომელმაც აიძულა ქუჩაში გამოსვლა აქ დგომა“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა