გიორგი ჩახუნაშვილი - ვასრულებდი ჩემს სამედიცინო მოვალეობას აქციის დაწყებიდან მის ბოლომდე, ხალხს გავუწიე პირველადი სამედიცინო დახმარება - რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიმიღია

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის სასამართლო მიმდინარეობს.

სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა გიორგი ჩახუნაშვილმა. როგორც მან მოსამართლეს განუცხადა, ის წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ არ თვლის.

„არ ვთვლი, რომ დანაშაული ჩავიდინე. ყოფნით ვიყავი იქ, მაგრამ მე დანაშაული არ ჩამიდენია. ვასრულებდი ჩემს სამედიცინო მოვალეობას აქციის დაწყებიდან მის ბოლომდე. ხალხს გავუწიე პირველადი სამედიცინო დახმარება და დღესაც იმავეს გავაკეთებდი. ვემხრობი ევროპულ სტანდარტებს და აქციაზე ვიყავი, მაგრამ რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიმიღია", - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.

მისი თქმით, ცხოვრების ყველა ეტაპზე სულ სიკეთეს აკეთებდა.

„ახლა როგორ უნდა გავხდე 71 წლის ასაკში საშიში, ცხოვრების ყველა ეტაპზე სულ სიკეთე მაქვს ნაკეთები. საშიში არასდროს არც ვყოფილვარ და არც ვიქნები" , - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.

შეგახსენებთ, პოლიციამ ექიმი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავა. მისი დაკავება უკავშირდებოდა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. დღეს კი პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე რომ პროკურატურამ სასამართლოს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა