ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში - შეშფოთებული ვარ დაძაბულობისა და ძალადობის გამო, რომელიც საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს მოჰყვა - მოვუწოდებ ყველა მხარეს, ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან თავი შეიკავოს

სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუის გრაჩამ (პორტუგალია) შეშფოთება გამოხატა საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისას და მის შემდეგ განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენებისა და მთავრობის დამხობის გაცხადებული მცდელობების ფონზე მომხდარი შემდგომი არეულობის გამო, - ამის შესახებ განცხადებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.

„ღრმად შეშფოთებული ვარ მზარდი დაძაბულობისა და ძალადობის გამო, რომელიც საქართველოში გამართულ ადგილობრივ არჩევნებს მოჰყვა“, - განაცხადა გრაჩამ.

ასევე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას სრულად პატივი სცეს და უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ თავისუფლად და შიშის გარეშე მოქმედება შეძლოს“.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული მმართველობა კანონს, ანგარიშვალდებულებას და მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგს უნდა ეფუძნებოდეს. ამ მნიშვნელოვან დროს მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან თავი შეიკავოს და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ, რომ კანონიერი პოლიტიკური პროცესების ფარგლებში მუშაობის ვალდებულება აიღონ“, - აღნიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დაძაბულობის შემცირების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, დიალოგის მეშვეობით საზოგადოების ნდობის აღდგენისა და ეუთო-ს ვალდებულებების შესრულების მიზნით პოლიტიკური აქტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას განაგრძობს“.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ