ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპთან ძალიან პოზიტიური და ნაყოფიერი საუბარი მქონდა, განვიხილეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები - აუცილებელია, რუსეთის მხრიდან რეალური დიპლომატიისთვის მზაობა არსებობდეს

დონალდ ტრამპთან ძალიან პოზიტიური და ნაყოფიერი საუბარი მქონდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

„პრეზიდენტ ტრამპს მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის მიერ ჩვენს ენერგოსისტემაზე თავდასხმების შესახებ და ვაფასებ მის მზადყოფნას, რომ დაგვეხმაროს. განვიხილეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები, ასევე კონკრეტული შეთანხმებები, რომლებზეც ამის უზრუნველსაყოფად ვმუშაობთ. აუცილებელია, რუსეთის მხრიდან რეალური დიპლომატიისთვის მზაობა არსებობდეს. ამის მიღწევა ძალის მეშვეობით შეიძლება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, „აშშ-ის პრეზიდენტს ახლო აღმოსავლეთში მიღწეული შეთანხმება მიულოცა“.

„ეს განსაკუთრებული მიღწევაა. თუ ომის ერთ რეგიონში შეჩერებაა შესაძლებელი, მაშინ სხვა ომების შეჩერებაც შესაძლებელია, მათ შორის, რუსეთის ომის“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა