თბილისში საპროტესტო მსვლელობა ლოზუნგით: „საქართველოს ვერ დაატყვევებ“ მიმდინარეობს

„საქართველოს ვერ დაატყვევებ!“- ამ ლოზუნგით ვერის პარკიდან პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულები.

აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მათ თან აქვთ ბანერი, წარწერებით: „არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს! ჩვენ ვართ საქართველო! ვერ შეგვაშინებთ! ყველას ვერ დაგვიჭერთ!“.

აქციის მონაწილეებს აცვიათ ზოლიანი ტანსაცმელი, რაც მათი განმარტებით, დაკავებული ადამიანების მხარდასაჭერად სიმბოლურად ჩაიცვეს.

აქცია-პერფორმანსის ფარგლებში მათ ასევე მავთულხლართები შეკრეს.

როგორც ისინი განმარტავენ, დღევანდელი აქცია-პერფორმანსი იმის ნიშანია, რომ ხელისუფლებამ „მავთულხლართები შემოარტყა ქვეყანას და „ქართული ოცნება“ არის რუსული რეჟიმი“. დღევანდელ აქციაზე პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების მიმართვებიდან კონკრეტული ამონარიდები წაიკითხეს და მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მიმართეს: „თქვენ ჩასხდებით, ჩვენ გამოვალთ“. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ვერ მოგვერევით, ვერ დაგვაპატიმრებთ, მაინც გავარღვევთ ამ მავთულხლართებს“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს