საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ვერის პარკიდან პარლამენტთან გადმოინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

ისინი მოითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულები.

მათ თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე ბანერები წარწერით: „ვერ შეგვაშინებთ“.

პროტესტის მონაწილეებს აცვიათ ზოლიანი ტანსაცმელი, რაც მათი განმარტებით, დაკავებული ადამიანების მხარდასაჭერად სიმბოლურად ჩაიცვეს.

როგორც ისინი განმარტავენ, დღევანდელი აქცია-პერფორმანსი იმის ნიშანია, რომ ხელისუფლებამ მავთულხლართები შემოარტყა ქვეყანას და ამ მავთულხლართებს ისინი რუსეთში გაიყოლებენ“. მათ ხელისუფლებას მიმართეს, რომ რეჟიმი ხელისუფლებას ვერ დააპატიმრებს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ძირს რუსული რეჟიმი, ეს ქვეყანა ჩვენია!“. აქციაზე შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები უკვე 319 დღეა მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს