გათავისუფლებული მძევლები ბემიანიმ ნეთანიაჰუს წერილს მიიღებენ - კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! გელოდებოდით, გულში გიკრავთ

ახლად გათავისუფლებულ მძევლებს ისრაელში დაბრუნების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და მისი მეუღლის, სარა ნეთანიაჰუს ხელნაწერ წერილებს გადასცემენ.

„მთელი ისრაელის ხალხის სახელით, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! გელოდებოდით, გულში გიკრავთ. სარა და ბენიამინ ნეთანიაჰუ“, - აღნიშნულია წერილში.

გათავისუფლებულ მძევლებს ასევე გადასცემენ ტანსაცმელს, ლეპტოპებს, მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტებს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები ღაზას სექტორის ჩრდილოეთით შეხვედრის ადგილისკენ მიემართებიან, სადაც რამდენიმე მძევალს გადასცემენ.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, ღაზას სექტორიდან ისრაელელი მძევლების გადაყვანა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით განხორციელდება.

პალესტინის საინფორმაციო სააგენტო „შაჰაბმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ გამოაქვეყნა 20 მძევლის სია, რომელთა გათავისუფლებაც იგეგმება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!