ურსულა ფონ დერ ლაიენი - ისრაელელი მძევლების დაბრუნება შვების მომენტია მთელი მსოფლიოსთვის

ისრაელელი მძევლების დაბრუნება ნამდვილი სიხარულის მომენტია ოჯახებისთვის და შვების მომენტი მთელი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ახალი ფურცლის გადაშლა. შეიძლება ახალი თავის დაწყება. ევროპა სრულად უჭერს მხარს შეერთებული შტატების, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისი თქმით, დღეს შარმ ელ-შეიხში ომის დასრულების შეთანხმების დასრულება ისტორიული ეტაპი იქნება.

„მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ მის წარმატებაში ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით. კერძოდ, მმართველობისა და პალესტინის ხელისუფლების რეფორმის მხარდაჭერის უზრუნველყოფით. ჩვენ ვიქნებით აქტიური ძალა პალესტინის დონორთა ჯგუფში. ასევე, ჩვენ გამოვყოფთ ევროკავშირის დაფინანსებას ღაზას რეკონსტრუქციისთვის“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, ღაზის სექტორში 7 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლეს. დღესვე იგეგმება დარჩენილი 13 ცოცხალი მძევლის გათავისუფლებაც.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა