ნინო წილოსანი - ბაჩო ახალაიას სამზარეულოში იხარშებოდა ის ბინძური გეგმები, რომელიც 4 ოქტომბერს უნდა განხორციელებულიყო - ჩემთვის, არ არსებობს კითხვის ნიშანი, რომ ახალაია და მისით ამაყი მისი მეუღლე მონაწილეობდნენ ამ პროცესში

ბაჩო ახალაიას სამზარეულოში იხარშებოდა ის ბინძური გეგმები, რომელიც 4 ოქტომბერს უნდა განხორციელებულიყო - პირადად ჩემთვის, არ არსებობს კითხვის ნიშანი, რომ ბაჩო ახალაია და მისით ამაყი მისი მეუღლე მონაწილეობდნენ ამ პროცესში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია არ უარყოფს, რომ 4 ოქტომბრის პროცესებს გულშემატკივრობდა, აჩენს მოსაზრებას, რომ მას ამ მოვლენებში აქტიური როლი ჰქონდა.

„თავად აცხადებდნენ საჯაროდ და გვეუბნებოდნენ, რომ ისინი მონაწილეობდნენ 4 ოქტომბრის პროცესებში, მათ შორის, თავად პაატა ბურჭულაძეც არ უარყოფდა ამ ყველაფერს. შესაბამისად, პირადად ჩემთვის არ არსებობს კითხვის ნიშანი, რომ ბაჩო ახალაია და მისით ამაყი მისი მეუღლე მონაწილეობდნენ ამ პროცესში. ერთი შეხედვით ყველა ვხედავთ, რომ ისინი ამ პროცესით ამაყობდნენ, თუმცა როგორც თავადვე აცხადებდნენ, ბუად გამოცხადებული ახალაიას საჯარო გამოჩენა არ იქნებოდა მომგებიანი, შესაბამისად, ისინი აჩრდილიდან და კულუარებიდან მაქსიმალურად იყვნენ ჩართული ამ პროცესებში.

ზუსტად იმას ვამბობთ, რომ მის სამზარეულოში იხარშებოდა ის ბინძური გეგმები, რომელიც 4 ოქტომბერს უნდა განხორციელებულიყო. რადგან წარუმატებლად დასრულდა, რა თქმა უნდა, ახლა ყველას, ვითომ სინანულის გრძნობა აქვს, რომ საჯაროდ არ ჩნდებოდა, თუმცა რა წამს მათი გეგმა ასრულდებოდა, რა თქმა უნდა, ის პირველი გამოვიდოდა და ალბათ, იტყოდა მის სამზარეულოში როგორი პროცესები იგეგმებოდა. თავად ის ფაქტი, რომ არ უარყოფს, რომ სამზარეულოდან და ასე ვთქვათ, კულუარებიდან გულშემატკივრობდა და მონაწილეობდა ამ პროცესში, რა თქმა უნდა, გვიჩენს იმის მოსაზრებას, რომ მისი როლი აქტიური იყო ამ პროცესებში და განსაკუთრებულად ძალადობრივი იყო. თუ ვინმეს ბაჩო ახალაია ახსოვს, ალბათ, ახსოვს იმ სისხლიანი უმძიმესი დანაშაულებით, რომელიც მას აქვს და რომელიც მას შესაძლოა, სამწუხაროდ, ყველა ვერ დაუმტკიცდა,“ - განაცხადა წილოსანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის