გია ვოლსკი - არ არის პრეზიდენტის სასახლის ღობე გათვლილი იმისათვის, რომ გაავებული, გააფთრებული მასა დაეტაკოს და გადაანგრიოს - „ღობე სუსტი იყო“, უნიათო თავის მართლების მცდელობას ჰგავს

არ არის პრეზიდენტის სასახლის ღობე გათვლილი იმისათვის, რომ გაავებული, გააფთრებული მასა დაეტაკოს და გადაანგრიოს - ღობის დაბალი ხარისხი არ უნდა განაპირობებდეს პოლიტიკურ შეფასებებს, ეს იგივეა თქვა, რომ „დანა დავარტყი და მოკვდა, იმიტომ რომ მეგონა, ჯავშანჟილეტი ეცვა და თურმე არ ეცვა“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ათონელის სასახლის ღობე სათანადოდ გამაგრებული არ იყო, უნიათო თავის მართლების მცდელობას ჰგავს.

„იურისტი ბესელია ამბობს, რომ დანაშაულის პროვოცირება არის დანაშაული. რასაკვირველია, არის, მაგრამ განა პროვოცირება ხდება?! 2020 წლიდან არის ყიჟინა იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე მამაკაცური ძალა შეიკრიბოს. ბოლოს მამაკაცური ძალა 4 ოქტომბერს შეკრიბეს და გაავებულებმა მოუწოდეს შეტევისკენ. არ არის ის ღობე გათვლილი იმისათვის, რათა გაავებული, გააფთრებული მასა დაეტაკოს და გადაანგრიოს. ღობის დაბალი ხარისხი არ უნდა განაპირობებდეს პოლიტიკურ შეფასებებს. ეს იგივეა თქვა, რომ „დანა დავარტყი და მოკვდა, იმიტომ, რომ მეგონა, ჯავშანჟილეტი ეცვა და თურმე არ ეცვა. ხომ არ მოკვდებოდა ჯავშანჟილეტი რომ სცმოდა?!“ ასე არ არის, რომ არ ყოფილიყო გაფრთხილებები, რომ არ ყოფილიყო ამასთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია, რომ მიღებული იქნებოდა ყველანაირი ზომები, რასაკვირველია, შეიძლებოდა რაღაც ეჭვი შეგვეტანა იმაში, რომ გადახერხეს. ეგ კი არა, პოლიციის ლენტი რომ არის შემოსაზღვრული და წერია „არ გადაკვეთო“, ის არ უნდა გადაკვეთო, მით უმეტეს, თუკი პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული რიგით პოლიციელამდე დამთავრებული, ყველა აფრთხილებდა საკმაოდ თბილი სიტყვებით. მე ვფიქრობ, შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ღობე სუსტი იყო, უნიათო თავის მართლების მცდელობას ჰგავს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა