„ჰამასმა“ ისრაელს ორი მძევლის ცხედარი გადასცა

„ჰამასმა“ ისრაელს ორი მძევლის ცხედარი გადასცა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „წითელმა ჯვარმა“ ღაზაში ორი მძევლის ცხედარი მიიღო.

მოგვიანებით „ჰამასი“ ისრაელს კიდევ ორ ცხედარს გადასცემს.

„"ჰამასი" ვალდებულია, რომ შეთანხმების პირობები დაიცვას“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

შეგახსენებთ, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ დღეს ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარს გადასცემს.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება