დონალდ ტრამპი ორბანს - ვიქტორ, შესანიშნავი ხარ, ვიცი, ბევრი არ მეთანხმება, მაგრამ მხოლოდ ჩემი აზრია მნიშვნელოვანი - არჩევნებზე შესანიშნავი შედეგი გექნება

ვიქტორ, არჩევნებში შესანიშნავი შედეგი გექნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეგვიპტეში, მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შესახებ განაცხადა.

„ვიქტორ, შესანიშნავი ხარ. ვიცი, ბევრი არ მეთანხმება, მაგრამ მხოლოდ ჩემი აზრია მნიშვნელოვანი. ის შესანიშნავი ლიდერია. წინა არჩევნებზე მას მხარდაჭერა გამოვუცხადე და 28 ქულით მოიგო. ახლა უკეთესი შედეგი გექნება. ახალი არჩევნები გაქვს და შესანიშნავი შედეგი გექნება. ჩვენ 100%-ით შენს გვერდით ვართ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, სიტყვით გამოსვლისას იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისაც მიმართა.

„აშშ-ში, თუ ქალს ეტყვი, რომ ლამაზია, შენი პოლიტიკური კარიერა დასრულებულია, მაგრამ მე გავრისკავ. არ განაწყენდებით, თუ ვიტყვი, რომ ლამაზი ხართ, არა? იმიტომ, რომ ნამდვილად ლამაზი ხართ“, - აღნიშნა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო