არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი - ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების ინიცირება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევაა - ხელისუფლება ცდილობს პროტესტის ნებისმიერი ფორმა აკრძალოს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების ინიცირება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას წარმოადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ახალი ცვლილებებით ხელისუფლება ცდილობს პროტესტის ნებისმიერი ფორმა აკრძალოს.

„ივანიშვილის პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ახალი ცვლილებების ინიცირება წარმოადგენს დემოკრატიული წესრიგის არსებითი საფუძვლის - მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას. ამ ცვლილებებით, ხელისუფლება ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა. ინიცირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო. ასეთი კანონმდებლობა უცხოა დემოკრატიული სამყაროსათვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან.

ეს ინიციატივა არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებს - ის შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საჯაროდ მოითხოვს სამართლიანობას, აღშფოთდება კორუფციით, გააპროტესტებს უკანონო დაკავებას ან უსამართლო განაჩენა, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა თუ შემწეობის სიმცირეს, შეეცდება დაიცავს ქალები ან ბავშვები ძალადობისგან, ხმას აიმაღლება გარემოს დასაცავად და ა.შ.

ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას: თუ ხმას ამოიღებ - დაგაპატიმრებ. ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვაფასებთ ამ ცვლილებებს როგორც მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის მცდელობას და კიდევ ერთ საფეხურად დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟის პროცესში“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

„პრევენცია პროგრესისთვის (PFP)“;

„საქართველოს ევროპული ორბიტა (Georgia's European Orbit )“;

„სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის Civic Movement for Freedom“;

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI)“;

„სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი (Civil Solidarity Fund)“;

„Partnership for Human Rights. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“;

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC)“;

„საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (Democratic development union of Georgia)“;

„საქართველოს მომავლის აკადემია (Georgia’s Future Academy)“;

„მედიის განვითარების ფონდი (MDF)“;

„ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)“;

„ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)“;

„უფლებები საქართველო (Rights Georgia)“;

„ყვარლის ევროკლუბის (EuroClub Kvareli)“;

„დემოკრატიის მცველები (Democracy Defenders)“;

„მწვანე ალტერნატივა“;

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“;

„თბილისი პრაიდი (Tbilisi Pride)“;

„საფარი (Sapari)“;

„საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (Georgian Foundation for Strategic and International Studies)“;

„წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)“;

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)“;

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი (Social Justice Center)“;

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)“;

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის