მიხეილ ყაველაშვილმა მრევლს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა

გილოცავთ სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს, საზღვრებს გარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ ქალაქში, წმინდა ტაძარში - სვეტიცხოველში, მიწის და ზეცის შენაერთს უწოდებენ ჩვენს სვეტიცხოველს. აქ დაბრძანებულია უფლის კვართი, რომელიც სიამაყით აღგვავსებს და დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს ქართველებს საუკუნეების განმავლობაში, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა სვეტიცხოველში საზეიმო წირვის შემდეგ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ გაიხსენა საქართველოში ქრისტიანობის შემოტანისა და ერის გაქრისტიანების ისტორია და რწმენის განმტკიცების საკითხში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გამოკვეთილ როლს გაუსვა ხაზი.

„გილოცავთ სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს, საზღვრებს გარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ ქალაქში, წმინდა ტაძარში - სვეტიცხოველში, მიწის და ზეცის შენაერთს უწოდებენ ჩვენს სვეტიცხოველს. აქ დაბრძანებულია უფლის კვართი, რომელიც სიამაყით აღგვავსებთ და დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს ქართველებს საუკუნეების განმავლობაში. ასევე, უფლის კვართია ჩვენი ერის და ქრისტიანობის განუყოფელი სიმბოლო, სწორედ უფლის კვართი იყო შთამაგონებელი წმინდა ნინოსთვის, რომ ჩამობრძანებულიყო საქართველოში და ექადაგა ქრისტიანობა და სწორედ მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მეოხებით გაქრისტიანდა ჩვენი ხალხი, ჩვენი ერი და მას შემდეგ მტკიცედ ასეთი ურყევია ქრისტეს სიყვარულში. დღემდე მოვედით აქამდე მიუხედავად უამრავი ქარტეხილებისა, სწორედ ამ რწმენით, ამ რწმენაშია გათავისებული ჩვენი იდენტობა, კულტურა, წარმომავლობა. თანამედროვე საქართველოში ქართველები ჩვენი დედაეკლესიის, მართლმადიდებლური სარწმუნოების მეშვეობით ვართ განმსჭვალული, რომ ვართ წარმოდგენილი ასე ძლიერად. უდიდესი ძალა აქვს ჩვენს სარწმუნოებას. არ შემიძლია არ ვახსენო უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე, რომლის მეოხებითაც ვართ სწორედ განმსჭვალული და ასე მტკიცედ ქრისტეს რწმენაში. გილოცავთ სრულიად საქართველოს, გვფარავდეს უფალი და იყოს სვეტიცხოვლობა მუდმივი და მარადიული ჩვენი თანმდევი,“ - განაცხადა ყაველაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება