ირაკლი კობახიძე - დამხობის მცდელობა წარმატებული რომ ყოფილიყო, სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის სასახლეში შესაჭრელად, თუმცა, მისდა სამწუხაროდ, ეს მცდელობა ჩავარდა

დამხობის მცდელობა წარმატებული რომ ყოფილიყო, სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის სასახლეში შესაჭრელად, თუმცა, მისდა სამწუხაროდ, ეს მცდელობა ჩავარდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი დამწუხრებულია და ახლა ცდილობს, „რაღაცნაირად თავი გაიმართლოს“.

„ახლა ცდილობენ რაღაცნაირად თავი გაიმართლონ, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის, შეუძლიათ ილაპარაკონ რამდენიც სურთ. მთავარია, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა. გასული 4 წლის განმავლობაში იყო რევოლუციის 5 მცდელობა და ხუთივე ჩავარდა. რა თქმა უნდა, დამწუხრებულია სალომე ზურაბიშვილი და ახლა ცდილობს, რაღაცნაირად თავი გაიმართლოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებში მონაწილე ადამიანებს არც ციხეში უნდათ წასვლა და „არც ღირსება აქვთ, რომ საკუთარ თანამებრძოლებს ბოლომდე გვერდში დაუდგნენ“.

„არავის უნდა ციხეში მოხვდეს. შესაბამისად, ისინი საკუთარ თანამებრძოლებს ემიჯნებიან. სინამდვილეში, ისინი თანამებრძოლები იყვნენ. ერთად გეგმავდნენ ხელისუფლების დამხობას, ერთად გამოდიოდნენ შესაბამისი მოწოდებით. ახლა, როდესაც ეს მცდელობა ჩავარდა, რა თქმა უნდა, არავის სურს ციხეში მოხვედრა. არც ღირსება აქვთ, რომ საკუთარ თანამებრძოლებს ბოლომდე გვერდში დაუდგნენ. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ემიჯნებიან იმ ამბოხების მცდელობას, რომელიც მათ მიერ იყო დაანონსებული“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო