ირაკლი კობახიძე - სვეტიცხოველი შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის, ქრისტიანული კულტურის, დედა ეკლესიის წინაშე, რომ უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის გაძლიერებაზე, დედა ეკლესიის სიძლიერეზე და ქრისტიანული ღირებულების დაცვასა და შენარჩუნებაზე

ჩვენ მომავალ წელს ვიზეიმებთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 17-საუკუნოვან იუბილეს და ეს შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიადია ჩვენი ერი და მისი სულიერება, მისი კულტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოს, წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს.

„ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს და დღეს არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვხატოთ მადლიერება უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ იმ მრავალწლიანი, ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლისთვის, რომელიც მას აქვს არა მხოლოდ დედა ეკლესიისადმი, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე. დღეს რომ ასე მრავალად არის შეკრებილი მრევლი სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში, არის რა თქმა უნდა, ამ ღვაწლის დამსახურება და უდიდესი მადლობა პატრიარქს მისი ღვალისწლისთვის და მისი მოღვაწეობისთვის. მინდა, სვეტიცხოვლობა მივულოცო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოს, წმინდა სინოდის წევრებს, ყველა სასულიერო პირს, რომელიც ემსახურება ჩვენს დედა ეკლესიას და მინდა მივულოცო მრევლს, მინდა, მივულოცო მცხეთელებს, მინდა მივულოცო საქართველოს თითოეულ შვილს სვეტიცხოვლობა. ღვთის მადლი ფარავდეს ყველას. ეს ტაძარი შეგვახსენებს ყველას ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი ქრისტიანული კულტურის, ჩვენი დედა ეკლესიის წინაშე, რომ დღენიადაგ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე, ჩვენი დედა ეკლესიის სიძლიერეზე და ჩვენი ქრისტიანული კულტურის, ჩვენი ქრისტიანული ღირებულების დაცვასა და შენარჩუნებაზე. ეს არის თითოეული ჩვენგანის, ჩვენი დედაეკლესიის მრევლის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე და ეკლესიის წინაშე.

ჩვენ მომავალ წელს ვიზეიმებთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 17-საუკუნოვან იუბილეს და ეს შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიადია ჩვენი ერი და მისი სულიერება, მისი კულტურა. ეს ყველაფერი შეგვახსენებს კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობას მომავალი თაობების წინაშე, რომ ჩვენ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ ქვეყნის გაძლიერებაში, ჩვენი დედაეკლესიის მიმართ ზრუნვაში და კიდევ ერთხელ, ეს არის პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ „ვიდრე ჩვენი ერი იქნება ძლიერი რწმენაში, ვიდრე იქნება რწმენა და სიყვარული ღმერთის მიმართ, ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს და საქართველო იქნება ძლიერი“.

„დღეს მსოფლიოში არის უამრავი პრობლემა, უამრავი გამოწვევა, დაწყებული ომებით და დამთავრებული მოჭარბებული სიძულვილით, რომელიც არის საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. ეს პრობლემა გვერდს ვერ უქცევს ვერც საქართველოს. ამ ვითარებაში, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და ვიზრუნოთ იმაზე, რომ სიყვარულმა გაიმარჯვოს სიძულვილზე, რაც არის ერთ-ერთი მთავარი სენი არა მარტო ჩვენს საზოგადოებაში, არამედ სხვადასხვა საზოგადოებაში. ყველას მინდა გისურვოთ სიყვარული, რწმენაში გაძლიერება, ისევე, როგორც ჩემს თავს მინდა ვუსურვო რწმენაში გაძლიერება. ჩვენი ისტორია გვასწავლის, როდესაც ჩვენი ერი იყო რწმენაში ძლიერი, მას ვერავინ ამარცხებდა და ასე იქნება მომავალშიც, ვიდრე ჩვენი ერი იქნება ძლიერი რწმენაში, ვიდრე იქნება რწმენა და სიყვარული ღმერთის მიმართ, ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს და საქართველო იქნება ძლიერი. ჩემს ქვეყანას მინდა ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება. ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში